რეგისტრირებული ფაქტები92944
სორტირება თარიღი მზარდობით
1926
ტიპი: ღონისძიება
1926 წელს მიხეილ სამსონის ძე ოკუჯავა ამიერკავკასიის რაიონული კომიტეტის პლენუმზე გამოვიდა, სადაც ტროცკისა და ზინოვიევს დაუჭირა მხარი. მიხა ცხაკაიამ გააკრიტიკა ოკუჯავა და თქვა, რომ იგი იმპერიალისტებს ეხმარებოდა.
1926
ტიპი: ნასამართლეობა
1926 წლის 6 ნოემბერს საგამოძიებო კომისიამ მიხეილ სამსონის ძე ოკუჯავას ფრაქციული და ოპოზიციური საქმიანობისთვის განაჩენი გამოუტანა და ბოლოჯერ გაფრთხილა.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს ცსკ-ის პლენუმის გადაწყვეტილებით ცენტრალური საკონტროლო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს გრიგოლ ორჯონიკიძე. მისი კანდიდატურა წამოაყენეს მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისრის თანამდებობაზეც.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს სოლომონ ცაიშვილი ჩამოვიდა თბილისში, მაგრამ, რადგანაც სწავლის გაგრძელება ვერ მოახერხა, კვლავ მასწავლებლობას დაუბრუნდა, ამჯერად სოფელ პატარძეულში.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს ალექსანდრე ზაქარიაძე, ივანე ყაზბეგი, ალექსანდრე კონიაშვილი, ზაქარია ბაქრაძე, ალექსანდრე ჩხეიძე, ნიკოლოზ ვაჩნაძე, ნიკოლოზ კანდელაკი და კონსტანტინე კვიკვიძე პოლონეთის არმიაში მსახურობდნენ.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს დავით ვაჩნაძე, ალექსანდრე ყიფიანი, გიორგი მამალაძე, დავით მაჭავარიანი, დავით ქუთათელაძე, სევერიან ჭყონია, გედეონ ხუნდაძე და დავით ჩხეიძე პოლონეთის არმიაში მსახურობდნენ.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს რომან გველესიანი, პლატონ მიქელაძე, ვალერიან თევზაძე, კონსტანტინე ტურაშვილი, ალექსანდრე ალავიძე, არტემ არონიშიძე და ვასილ ინჯია პოლონეთის არმიაში მსახურობდნენ.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს გიორგი ალექსანდრეს ძე ჩხეიძე, გრიგოლ სიმონის ძე იაშვილი, მიხეილ ნიკოლოზის ძე დადიანი, ვიტალი უგრეხელიძე, ივანე ტრიფონის ძე ბაქრაძე, ვალერიან ხელაძე და ივანე ნანუაშვილი პოლონეთის არმიაში მსახურობდნენ.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს ილარიონ ლობჟანიძე, ვლადიმერ ტაბიძე, ვახტანგ აბაშიძე, ნიკოლოზ მათიკაშვილი, დიმიტრი ვლადიმერის ძე ლაღიძე, სვიმონ ვლადიმერის ძე კობიაშვილი, მიხეილ ივანეს ძე კვალიაშვილი და დავით ლაღიძე პოლონეთის არმიაში მსახურობდნენ.

