საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88284

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს გაფიცვაში მონაწილეობისთის არსენა ჯორჯიაშვილი თბილისის რკინიგზის სახელოსნოდან გაათავისუფლეს.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წლის 16 იანვარს გენერალ გრიაზნოვზე თავდასხმის შემდეგ არსენა ჯორჯიაშვილმა გაქცევა სცადა, მაგრამ კაზაკებმა დაიჭირეს, სცემეს და საკომენდანტო სამმართველოში გადაიყვანეს.

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1902 წლის 19 სექტემბერს თბილისის სამოსამართლო პალატის სისხლის სამართლის პირველ დეპარტამენტში განსახილველად დანიშნული იყო ვლადიმერ ახვლედიანის საქმე, რომელსაც ბრალად ედებოდა ქურდობა.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წელს გენერალ გრიაზნოვის მკვლელობის საქმეზე გამართულ სასამართლოზე ოსიკო ბარათაშვილი არსენა ჯორჯიაშვილის ადვოკატი იყო.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის, ალექსანდრე სმაგინის მეუღლემ გადაწყვიტა, ქუთაისში დაეარსებინა ყველასათვის ხელმისაწვდომი საავადმყოფო. იგი ქალაქს სთხოვდა უსასყიდლოდ დაეთმოთ მესხეთის ქუჩის პირზე მდებარე ღულაძისეული ადგილი, სადაც იყო ქალაქის მოედანი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 8 სექტემბერს ფოთის ხმოსანთა არჩევნებზე შავზე მეტი თეთრი კენჭი ამოუვიდათ შემდეგ კანდიდატებს: ევგენი დიმიტრის ძე გაბელიას, ავქსენტი თომას ძე ჩაჩავას, ნიკოლოზ სიმონის ძე ნამიჩეიშვილს, პეტრე სტეფანეს ძე ეგორშევს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს ქალაქ თბილისის გამგეობაში საქმე აღიძრა ვაჭარ ფრიდრიხ გ. ვეტცელზე, რომელმაც მე-10 ნაწილში, წყლისპირის ქუჩაზე, რამდენიმე საჟენი მიწა მიითვისა. საქმის წარმოება 1902 წლამდე გაგრძელდა, რის გამოც თავად ვეტცელმა გუბერნატორს თხოვნით მიმართა, გამგეობისათვის დაევალებინა აღნიშნული საქმის დროული განხილვა.

1906

ტიპი: გარდაცვალება

1906 წლის 4 ივლისს სათავადაზნაურო გიმნაზიასთან მარტინოვზე თავდასხმის შემდეგ კაზაკებმა გიმნაზია დაარბიეს და უდანაშაულო მასწავლებელი შიო ჩიტაძე მოკლეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 11 სექტემბრიდან ფოსტა-ტელეგრაფის უფროსის თანაშემწე კარმილევმა დაიწყო თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის რევიზია.