რეგისტრირებული ფაქტები81547
სორტირება თარიღი მზარდობით
1877
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ჭიჩოელის სტატია სახელწოდებით „დიდოელების არეულობა და კახეთი“, რომლის მიხედვით 1877 წლის 7 ივნისს სოფელ ენისელში ჩავიდა გენერალი რევაზ ანდრონიკაშვილი, რომელმაც დიდოელებთან დასაპირისპირებლად ადგილობრივებისგან შეკრიბა 300 კაციანი ჯარი, გარდა ამისა ერთი ბატალიონი და არტილერია თავისი ზარბაზნებით ენისელში მიდიოდა. ჯარის წინამძღოლად გენერალმა პოდპოლკოვნიკი გიორგი ჯორჯაძე დანიშნა.
1877
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიაში“ ჭიჩოელის ფსევდონიმით ლევან ჯანდიერის სტატია „დიდოელების არეულობა და კახეთი“ დაიბეჭდა, რომლის მიხედვით, 1877 წლის 8 ივნისს გენერალმა რევაზ ანდრონიკაშვილმა დიდოელების წინააღმდეგ შეკრებილ ჯარს სიტყვით მიმართა.
1877
ტიპი: გარდაცვალება
1877 წლის 12 ივლისს დიდოელებისა და კახელების დაპირისპირების დროს გარდაიცვალა სიღნაღის დაჯგუფების ოფიცერი კოტე ჩერქეზიშვილი.
1877
ტიპი: გარდაცვალება
1877 წლის 12 ივლისს დიდოელებისა და კახელების დაპირისპირების დროს მოკლეს სიკო ჯორჯაძე.
1877
ტიპი: გარდაცვალება
1877 წლის 12 ივლისს ზემო კრიხის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი ეგნატე სიმონის ძე ნასრაძე გარდაიცვალა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 14 ივლისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ისაია ტერ-დავითოვს გორის დეპუტატებმა მოტყუებით გამოართვეს 400 მანეთი ვითომდა ქალაქის გასანათებლად, სამაგიეროდ კი სახლების თავის ნებაზე აშენების უფლება დართეს.
1877
ტიპი: ღონისძიება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 16 ივლისს არტილერიის პოდპოლკოვნიკი შარვაშიძე ზარბაზნების გამოყენებით შეეცადა აეღო ასახოს ციხესიმაგრე, თუმცა უშედეგოდ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 16 ივლისს ნაკაშიძის ხელმძღვანელობით ქართველებისა და რუსების ჯარი დაუპირისპირდა ასახოში მცხოვრებ დიდოელებს, რადგან მათ დამორჩილებაზე უარი განაცხადეს. დაპირისპირების დროს უამრავი დიდოელი დაიღუპა.
1877
ტიპი: ღონისძიება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 16 ივლისს ნაკაშიძის ხელმძღვანელობით ჯარი გაემგზავრა ასახოსაკენ დიდოელების დასამორჩილებლად.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 21 ივლისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში ვართანოვისა და გრიქუროვის მაღაზიებსა და ივერიის რედაქციაში, გორში – ფარნაოზ ნათიევის მაღაზიაში, ქუთაისში – ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში და ახალციხეში ალექსეევ-მესხიევისას იყიდება შემდეგი წიგნები: ნ. ბარათაშვილის ლექსები, ზ. ნ. ანტონოვის თხზულებები, ქათული ანდაზები და შექსპირის „მეფე ლირი“.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 22 ივლისს ნაკაშიძის ჯარს, რომელიც დაღესტნისკენ გაემართა, თავისი ჯარით შეუერთდა დაღესტნის ომში გამოცდილი მაიორი ნიკო დიმიტრის ძე ვაჩნაძე.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 22 ივლისს ჯარი, თანახმად მოსული განკარგულებისა, ორად გაიყო: თავადი ნაკაშიძე თავისი ჯარით დაღესტნისკენ გაემგზავრა, ხოლო გიორგი ჯორჯაძე – კახეთისკენ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 23 ივლისს სურამში დაჭრილების მოსანახულებლად ჩავიდა სომხეთის არქიეპისკოპოსი გაბრიელ აივაზოვსკი.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 27 ივლისს დიდოელებზე გამარჯვებული გიორგი ჯორჯაძე კახეთში დაბრუნდა. ჯარის დაბრუნების შემდეგ ქართული მილიცია დაიშალა და რუსის ჯარიც სხვადასხვა ადგილას გაგზავნეს.