საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89544

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სტეფანე ყურაშვილის შვილი ზინაიდა ყურაშვილმა ცემით მოკლა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 15 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ლიმანოვსკიმ თეატრის დირექტორის თანამდებობა დატოვა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 15 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ქართული თეატრის ახალ ხელმძღვანელად დავით ერისთავს მოიაზრებდნენ.

1878

ტიპი: განათლება

1878 წლის 11 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ზახაროვი ინსტიტუტში ალექსი მაჭავარიანის მიერ შედგენილი ნოტების შემოტანასა და სწავლებას გეგმავდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 26 ოქტომბრის „დროებაში“ იოსებ დავითაშვილის სტატია „მეჯვრისხევი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 3 ნოემბრის „დროებაში“ მოსე ჯანაშვილის სტატია „ზაქათალას მაზრიდან“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 5 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, საგუბერნიო ექიმი ტიტე სვიმონის ძე ქიქოძე სარევიზიოდ თბილისის მაზრის სოფლებში გაემგზავრა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 მარტის გაზეთ „საქართველოში“ მეუღლე იესე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი, დედა ნინო ივანეს ასული, მამა კონსტანტინე იოსების ძე, ძმა ბიქტორ კონსტანტინეს ძე, რძლები ნადეჟდა ნიკოლოზის ასული და პრასკოვია პეტრეს ასული სვიმონიშვილები, დედამთილი ანასტასია ალექსანდრეს ასული და მაზლი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი იუწყებოდნენ, რომ 17 მარტს ელენე კონსტანტინეს ასული ბარათაშვილის გარდაცვალებიდან ორმოცი დღის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჯაბადარი თბილისის სამაზრო საერობო საბჭომ საგუბერნიო საბჭოში აირჩია.

1878

ტიპი: ნასამართლეობა

1878 წლის 10 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, კიკო ჩოლოყაშვილი ცოლისადმი ცუდი მოპყრობის გამო ციმბირში გადაასახლეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 10 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე როინაშვილის ხელშეწყობით გიორგი რატიევი საზღვარგარეთ მხატვრობის შესასწავლად წავიდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 8 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, გრიგორევსკი პეტერბურგიდან სასულიერო სემინარიის რევიზიისთვის გამოგზავნეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ანარქიაში ვიძირებით“.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 6 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, სინოდისგან გამოგზავნილ კომისიას ინსპექტორ ივანე კუვშინსკის საქმიანობაზე ყურადღების გამახვილება სთხოვეს.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, 19 სექტემბერს მოსკოვში აღაბეკ კუზუმბეკოვმა ტერეზია ველცინა დაჭრა. დამნაშავე პოლიციამ დააკავა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას წერილი „ჩიჩერინის ნოტა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ია კარგარეთელის წერილი „ღალატი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 17 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რუსუდან ნიკოლაძე-პოლიექტოვისას წერილი „სიტყვარზე და სიტყვებზე“.

2025

ტიპი: ავტორობა

1917 წლის წლის 15 ოქტომბერს იოსებ გრიშაშვილს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო კლუბში (ლორის-მელიქოვის ქ. N1, ძველი სემინარიის შენობაში) უნდა წაეკითხა მოხსენება „საიათნოვა, როგორც ერეკლე მეფის მგოსანი“. ლექციის შემოსავალი მოხმარდებოდა პარტიას.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 14 ოქტომბრის „სახალხო საქმის“ ცნობით, თბილელი მიტროპოლიტი ლეონიდე დაბრუნდა ფოთიდან, სადაც იმყოფებოდა სამწყსოსთან გამოსათხოვებლად.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 14 ოქტომბრის „სახალხო საქმის“ ცნობით, თბილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ საცხოვრებლად აირჩია დარიის მონასტერი ავლაბარში, სადაც დასახლდა და მთხოვნელებს იღებდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 14 ოქტომბრის „სახალხო საქმის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ლომთათიძე და მდივანი ალექსანდრე ხახანაშვილი პროვინციაში გაემგზავრნენ საარჩევნო საქმის საწარმოებლად.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 14 ოქტომბრის „სახალხო საქმის“ ცნობით, ადელხანოვის ქარხნიდან დაუმუშავებელი ტყავის უქონლობის გამო 400-მდე მუშა დაითხოვეს.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 14 ოქტომბრის „სახალხო საქმეში“ დაიბეჭდა ვახტანგ კოტეტიშვილის წერილის „ერის უფლება და საქართველოს საკითხი“ გაგრძელება (დასაწყ. „სახალხო საქმე“ N73).

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 14 ოქტომბრის „სახალხო საქმის“ ცნობით, ნაციონალურ-დემოკრატების პარტიამ დამფუძნებელი კრების სიაში შეიყვანა 18 კაცი, მათ შორის პირველებად – გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა, სპირიდონ კეიდია, შალვა ქარუმიძე, იოსებ მაჭავარიანი.