საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93155

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს შიო მღვიმელმა დაწერა ავტობიოგრაფია.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს დუტუ მეგრელს შეწყვეტილი პენსიის აღდგენაში რ. ნაჯაფოვისა და არშავირ მელიქიანის დაწერილი შრომითი დახასიათებები დაეხმარა.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს პენსიაზე გასული იაკობ ფანცხავას ანაზღაურება პასუხისმგებელი მუშაკის ანაზღაურების მიხედვით იცვლებოდა.

1929

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1929 წელს პენსიაზე გასვლისას იაკობ ფანცხავას საპენსიო თანხა, 210 მანეთი, მთლიანად ფარავდა მის პირად ხარჯებს.

1929

ტიპი: სახელი

1929 წელს შიო მღვიმელის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მისი წინაპრების გვარი იყო ბობნაძე.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს შიო მღვიმელი თანამშრომლობდა საბავშვო ჟურნალთან „ოქტომბრელი“.

1929

ტიპი: განათლება

1929 წელს შიო მღვიმელის ორი ქალიშვილი უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს შიო მღვიმელის ქალიშვილი სახელმწიფო სამსახურში მსახურობდა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს მისი ნაწარმოები „სამი ცელქი“ ცალკე წიგნად იყო გამოცემული.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს შიო მღვიმელის პოემა „ძუნწი და ნატვრა“ ცალკე წიგნად იყო გამოცემული.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს შიო მღვიმელის საყმაწვილო კრებულები, „ცვარი“ და „ჩემი ყვავილები“ ცალკე წიგნად იყო გამოცემული.

1929

ტიპი: განათლება

1929 წელს 65 წლის ასაკშიც შიო მღვიმელს ზეპირად ახსოვდა ლერმონტოვის „Скажи мне, ветка Палестины“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს რ. ნაჯაფოვსა და არშავირ მელიქიანს დუტუ მეგრელის ნახიჩევანსა და ერევანში მსახურობის დახასიათება ჰქონდათ შედგენილი.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, შიო მღვიმელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება შილდა-ყვარლის, ჯავისა და სვანეთის ხეობებმა მოახდინა.

1929

ტიპი: სტატუსი

1929 წლიდან პენსიაზე გასვლის შემდგომ იაკობ ფანცხავა საშუალო შეძლების პირად ითვლებოდა ყოველდღიური საპენსიო თანხის გათვალისწინებით.

1929

ტიპი: გარდაცვალება

1929 წელს შიო მღვიმელის დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ჰყავდა ვაჟი, რომელიც ნაადრევად დაიღუპა.

1929

ტიპი: განათლება

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მამამისი ილარიონი წერა-კითხვის მცოდნე კაცი იყო.

1929

ტიპი: განათლება

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ბავშვობაში მან მრავლად იცოდა ხალხური ლექსები, შაირები და გამოცანები.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი ყოველთვის ხალისით ეკიდებოდა ბავშვებისათვის წერასა და ეს საქმე არასოდეს შეუწყვეტია.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მას საოცნებოდ დარჩენია დარიალის ხეობისა და აჭარა-გურიის მთების ნახვა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მამამისს მისი მღვდლობის იმედი ქონდა.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მისი ძმები, გიორგი და სანდრო, სოციალისტებს თანაუგრძნობდნენ.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი ბავშვობაში მის ძმა გიორგისთან ერთად შილდაში წასულა. რაღაც ხნის მერე გიორგის ცუდი ამბავი შეუტყვია − მამამისი ილარიონი გარდაცვლილა, თუმცა მას ეს ამბავი შიოსთვის დაუმალავს.