რეგისტრირებული ფაქტები88248
სორტირება თარიღი მზარდობით
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 9 მაისს თბილისში ზაქარია ანდრონიკაშვილის სახლთან ქართველი ჯარისკაცების სახელზე პარაკლისი გადაიხადეს.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 11 მაისს, შუაღამისას, კუკიის ხიდზე მირზოევის დუქნებს ცეცხლი გაუჩნდა.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1-ელი იანვრიდან 1-ელ აპრილამდე ივრის გამსესხებელ-შემნახველმა ამხანაგობამ თბილისის საურთიერთო ნდობის ბანკში სესხად აღებული თანხის სარგებელი 25 მანეთი და 83 კაპიკი შეიტანა. ხელს აწერენ: ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით მეტყევემ თავ-პირი დაამტვრია მამასახლის ელიოზ ხოსიტაშვილს, რომელმაც უჩივლა მას, მაგრამ უშედეგოდ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით მეტყევემ მათრახით სცემა დიაკვანი ალექსი ბაქრაძე, რადგან ის არ მიესალმა მას.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ი. გ.-ს წერილი, რომელიც 2 აპრილს მიიღეს პეტერბურგიდან. ი. გ.-ს ცნობით იქ არსებობდა ქალთა საექიმო კურსები, რომლის გავლა მეტად საჭირო იყო ქართველი ქალებისათვის, რადგან საქართველოში მხოლოდ მამრობითი სქესის ექიმები საქმიანობდნენ, მათთან მისვლა კი ქალებისათვის სამარცხვინო იყო, ამიტომ ქალთა უმრავლესობა ადრეულ ასაკში ექიმთან მიუსვლელობის გამო იღუპებოდა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 4 მაისს ყარსთან რუსეთის ჯარი დაუპირისპირდა ოსმალთა ჯარს, რის შედეგად დაიჭრა ილია ჩოლაყაშვილი.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ოსმალების მმართველობის დროს საქართველოში გაანადგურეს საეპისკოპოსო ადგილები და მონასტრები, მათი ქონება და ავეჯი კი მიისაკუთრეს. ისინი ეკლესიების მაგიერ აშენებდნენ მეჩეთებს და ძალით ცდილობდნენ მაჰმადიანობის გავრცელებას.

