საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89316

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ელენე სამსონის ასული ასათიანი ნინა ოტიას ასულ აბდუშელიშვილის და იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისში ნინა ოტიას ასული აბდუშელიშვილისა გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ზესტაფონის სამაზრო კომიტეტი უღრმეს მადლობას უცხადებს ყველას, ვინც 31 აგვისტოს სამაზრო კომიტეტის წევრის, ტრიფონ ანდრიას ძე ნიორაძის დაკრძალვას დაესწრო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ ქ. ზესტაფონის ვაჭრები უღრმეს მადლობას უცხადებენ ყველას, ვინც 31 აგვისტოს მათი მეგობრის და საზოგადო მოღვაწის, ტრიფონ ანდრიას ძე ნიორაძის დაკრძალვას დაესწრო.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცელში“ ილია და მიხეილ თომას ძე ჯაიანები, ბარბარე დავითის ასული და ანდრია პავლეს ძე დავითაშვილები ნათესავებს თამარ დავითის ასულ ჯაიანის გარდაცვალებას ატყობინებდნენ. პანაშვიდები ყოველდღე, დღის 12-სა და საღამოს 7 საათზე ავლაბარში, შემახის ქუჩა N31 გაიმართებოდა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლიდან 1885 წლამდე ბერტა კინსკი საქართველოში ცხოვრობდა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 10 ნოემბერს თიანეთის მაზრაში არსენა ბეცეცაშვილმა მეზობელ ქალს, მარიამ თოფჩიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა. ქალს მამამთილი, ზაქარია თოფჩიშვილი, გამოესარჩლა. შეხლა-შემოხლის შედეგად მძიმედ დაჭრილი ბეცეცაშვილი მესამე დღეს გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ საზოგადოებრივ დაწესებულებათა წარმომადგენლებისგან შემდგარი დამკრძალავი კომიტეტი მწერალ-ბელეტრისტის ნიკოლოზ გიორგის ძე ნათიძის გარდაცვალებას იუწყებოდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 8 თებერვალს გაზეთ „საქართველოს“ცნობით, არჩილ ვასილის ძე ნათიძე ნიკოლოზ გიორგის ძე ნათიძის ძმისწული იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძისა დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილის დეიდაშვილი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ივანე ივანეს ძე ზურაბიშვილის მეუღლე ნინო ნიკოლოზის ასული ზურაბიშვილი იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ნინო ნიკოლოზის ასული და ივანე ივანეს ძე ზურაბიშვილი შვილებით, ნათესავებსა და ახლობლებს მეგობრის, დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილის გარდაცვალებას აუწყებდნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ნიკოლოზ, კონსტანტინე, ანასტასია და ეკატერინე ნიკოლაძეები ოჯახებით, ნათესავებს და ნაცნობებს მათი დეიდაშვილის, დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილის, გარდაცვალებას აუწყებდნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძისა ახლობლებს მისი დეიდაშვილის, დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილის გარდაცვალებას აუწყებს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ძმა პლატონი, დები − ელისაბედ, ეფემია და ნინო ხელთუფლიშვილები დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილის გარდაცვალებას იუწყებოდნენ. 8 თებერვალს ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართებოდა წირვა, დაკრძალვა − დიდუბის პანთეონში.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 ნოემბერს სოფელ პრიუტში ახალი საეკლესიო სკოლის კურთხევას საეკლესიო სკოლების საეპარქიო მეთვალყურე, დეკანოზი ნ. გ. ტატიშვილი და ქართლ-კახეთის საეპარქიო საბჭოს წევრი, დეკანოზი დიმიტრი მახათაძე დაესწრნენ.