საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89376

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 ივნისის გაზეთ „ჩვენი ქვეყანაში“ (N102) დაიბეჭდა სოხუმის ჯარების უფროსის, პოლკოვნიკ კარგარეთელის ოპერატიული ცნობა, რომ მოწინააღმდეგემ, 200-მა კაცმა, შეუტია „222“ სიმაღლეს, მაგრამ უკუაქციეს დიდი ზარალით, რომ ქართველმა მზვერავებმა აღმოაჩინეს მტრის საყარაულო პუნქტები ახალ ბასიანში, ახალდაბასა (Новый городъ) და სხვ. მოკლულია მხედარი ისაკაშვილი და დაჭრილია მხედარი ივანიძე.