რეგისტრირებული ფაქტები81551
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 11 ივნისს ბოროტმოქმედებმა ვანისქედის ეკლესია გატეხეს და ხატები წაიღეს. მაზრის კომისრის, ღლონტის ხელმძღვანელობით სამტრედიის სადგურზე ასკანის მცხოვრები რაჟდენ სირაძე, რაჭის მაზრის მცხოვრები ერასტი არჩვაძე და ბუკნარელი ლეონიდე რავლეიშვილი დააკავეს. დამნაშავეები ოზურგეთის ციხეში ჩასვეს.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 7 ივნისს ოზურგეთში ნატანების გზაზე ფოსტის მძარცველები ნაკაიძე და მიქაბერიძე დახვრიტეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 4 აპრილის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, ონოფრე ივანეს (ისლამის) ძე შუშანია ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის ინსპექტორად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 4 აპრილის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, მიტროფანე ფილიპეს ძე ფხაკაძე ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის მოსამზადებელი კლასების უფროსი განყოფილების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 4 აპრილის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, ვიქტორ ეფრემის ძე შარაბიძე ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის მოსამზადებელი კლასების მეორე განყოფილების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 4 აპრილის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, ფილიპე ნიკოლოზის ძე შარაბიძე ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის კლასის დამრიგებლის თანაშემწედ დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 4 აპრილის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, ალექსანდრე ფილიპეს ძე მგალობლიშვილი ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 4 აპრილის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, გრიგოლ პოლიევქტოს ძე კვიცარიძე ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის ისტორიის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 4 აპრილის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, იაკობ თომას ძე ცინცაძე ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის ქართული სიტყვიერების ლიტერატურის ისტორიის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 4 აპრილის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, დავით ივანეს ძე გაფრინდაშვილი ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის ლათინური ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 4 აპრილის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, ანთიმოზ ბესარიონის ძე გორგაძე ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის ანგარიშისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 4 აპრილის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, ევსევი ბარნაბას ძე ნიკოლაძე ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 4 აპრილის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, თომა ვასილის ძე ფერაძე ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის ქართული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 4 აპრილის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, ოლღა გრიგოლის ასული მგელაძე ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის ფრანგული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 4 აპრილის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, ვალერიან ივანეს ძე გაფრინდაშვილი ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის რუსული სიტყვიერებისა და ლიტერატურის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 5 სექტემბრის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით ვაცლავ იანის ძე როშკოვსკი სამსახურში გამოუცხადებლობის გამო კავკასიის მუზეუმის უმცროსი მცველის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ოქტომბერში სომხეთის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა საქართველოში, ჯამილიანმა შინაგან საქმეთა მინისტრს ნ. რამიშვილს საერთაშორისო რკინიგზის აღდგენასა და კავკასიის გზაზე სამგზავრო და საბარგო მატარებლების მოძრაობის მოწესრიგებაში დახმარება სთხოვა. მინისტრის პასუხის თანახმად, მატარებლების წესიერი მიმოსვლა აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენლის, ჯაფაროვის დაბრუნებისთანავე უნდა აღდგენილიყო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 25 იანვარს ხელოვნების სასახლეში ჩატარდა საქართველოს ხელოვანთა კავშირის ყრილობა ტიციან ტაბიძის თავმჯდომარეობით.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 25 იანვარს საქართველოს ხელოვანთა კავშირის ყრილობაზე ხელოვნების მუშაკთა კონფერენციისთვის აირჩიეს შემდეგი დელეგატები: პაოლო იაშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, სანდრო აბაშელი, ტიციან ტაბიძე, სოლომონ თავაძე, კონსტანტინე გამსახურდია და ია ეკალაძე.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 21 ივნისის „ერთობა“ იუწყება, რომ სიღნაღის მაზრაში ალ. სარაჯიშვილის მკვლელები შეიპყრეს.