საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89689

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მ. ი. ალეშკო თბილისის სახელმწიფო თეატრის სოპრანო იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ მარიამ (მანია) აბესალომის ასულ მამინაიშვილის გარდაცვალებას იუწყებიან ქალიშვილი, ელიუსა დიმიტრის ასული მამულაიშვილი და სიძე, ილიკო ივლიანეს ძე მამულაიშვილი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ილიკო ივლიანეს ძე მამულაიშვილი ელიუსა დიმიტრის ასული მამულაიშვილის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ილიკო ივლიანეს ძე მამულაიშვილი მარიამ (მანია) აბესალომის ასულ მამინაიშვილის სიძე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ელიუსა დიმიტრის ასული მამულაიშვილი მარიამ (მანია) აბესალომის ასულ მამინაიშვილის ქალიშვილი იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 9 სექტემბერს მარიამ (მანია) აბესალომის ასულ მამინაიშვილს გამოასვენებდნენ საკუთარი სახლიდან (პეტრე დიდის ქ. N25) ქაშვეთის ეკლესიაში და დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მარიამ (მანია) აბესალომის ასული მამინაიშვილი ანტონ იესეს ძე მამინაიშვილის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მარიამ (მანია) აბესალომის ასული მამინაიშვილი და ანტონ იესეს ძე მამინაიშვილი ფლობდნენ საკუთარ სახლს მისამართზე − პეტრე დიდის ქ. N25.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ (მანია) აბესალომის ასულ მამინაიშვილის პანაშვიდი გაიმართებოდა საკუთარ სახლში, პეტრე დიდი ქუჩა N25.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მარიამ (მანია) აბესალომის ასული მამინაიშვილისა გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ მარიამ (მანია) აბესალომის ასულ მამინაიშვილის გარდაცვალებას მეუღლე ანტონ იესეს ძე მამინაიშვილი იუწყება.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ მეუღლე, მარიამ გლახუას ასული ნატბელაძე, შვილები: ერმოლოზ, კონტანტინე, იოსებ, მიხეილ გაბრიჭიძეები, ცოლისძმა- მალაქია გლახუას ძე ნატბელაძე, ცოლის ბიძაშვილები - ერმონე და დიანოზ იოშას ძე ნატბელაძეები, რძალი - მარიამ დიმიტრის ასული გაბრიჭიძე, დისწულები - მაქსიმე და მარიამ კიკვაძეები, სიმონ ლუკას ძე გაბრიჭიძის გადაცვალებას იუწყებოდნენ.

1920

ტიპი: სახელი

1920 წლის 3 აპრილის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მწერალ პარმენ ივანეს ძე თვალჭრელიძის ფსევდონიმი იყო ცახელი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, კოისტიკო ლოლაძე ელენა იაკობის ასულ ლოლაძის შვილი იყო.