საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89807

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ელენე კონსტანტინეს ასული მარინაშვილი ალექსანდრე გიორგის ძე მარინაშვილის რძალი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, სოფიო იოსების ასული მარინაშვილი ალექსანდრე გიორგის ძე მარინაშვილის რძალი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მარია გიორგის ასული მარინაშვილი-იანქოშვილისა ალექსანდრე გიორგის ძე მარინაშვილის და იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მინადორა გიორგის ასული მარინაშვილი-სმირნოვისა ალექსანდრე გიორგის ძე მარინაშვილის და იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, გრიგოლ გიორგის ძე მარინაშვილი ალექსანდრე გიორგის ძე მარინაშვილის ძმა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, დავით გიორგის ძე მარინაშვილი ალექსანდრე გიორგის ძე მარინაშვილის ძმა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ნატალია ანდრიას ასული მარინაშვილი ალექსანდრე გიორგის ძე მარინაშვილის დედა იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ ლევან და მართა ჩიქოვანები მწუხარებით იუწყებიან, რომ ტრაგიკულად დაღუპული შვილის, თამარის ორმოცი დღის წირვა და პანაშვიდი დანიშნული იყო 14 სექტემბერს ქუთაისში, საფიჩხიის ეკლესიაში.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 14 სექტემბერს თამარ ლევანის ასულ ჩიქოვანის ორმოცი დღის წირვა და პანაშვიდი გაიმართებოდა ქუთაისში, საფიჩხიის ეკლესიაში.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინა ოტიას ასულ აბდუშელიშვილის პანაშვიდი გაიმართებოდა ყოველ საღამოს საკუთარ სახლში, ტერ-გუკასოვის ქ. N15.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა წერილი „საფრანგეთის უმაღლესი კომისარი ბ. მარტელი ბათომში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 მარტის გაზეთ „საქართველოში“ მეუღლე ანტონ სტეფანეს ძე და შვილები, შალვა და ეთერ გელაზარაშვილები თამარ პეტრეს ასულ გელაზარაშვილისას გარდაცვალებას იუწყებიან.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ ზესტაფონის სამეურნეო–საურთიერთო ნდობის საზოგადოების ბანკის საბჭო და გამგეობა მადლობას უცხადებენ ყველას, ვინც 31 აგვისტოს საბჭოს წევრის, ტრიფონ ანდრიას ძე ნიორაძის დაკრძალვას დაესწრო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გ. ვ. სობოლევსკი სახალხო უნივერსიტეტში წაიკითხავდა ლექციას „სუდანი და კონგო“, (ჩემი შთაბეჭდილებანი აფრიკაში მოგზაურობიდან). დასაწყისი 8 სთ. ფასი მოწაფეთათვის 40 კაპიკი.

1910

ტიპი: მფლობელობა

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, მიხრან ხანჯიანცის სასტუმრო „კავკაზში“ აბრეშუმის თესლი იყიდებოდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ინჟინერმა კოგნოვიცკიმ მტკვარზე, მუშტაიდს ზემოთ ელექტროსადგურის აგების გეგმის შედგენა დაიწყო. გეგმა პროფესორმა არტემიევმა მოიწონა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, საოლქო სასამართლოს შენობაში იურისტთა საზოგადოების წევრთა კრება გაიმართა, სადაც ვექილმა ვ. ი. წოვიანოვმა წაიკითხა მოხსენება „სავაჭრო საქმეთა ადმინისტრაცია“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქალაქის „იურისკონსულტის“ თანაშემწე ქანანოვმა ტრამვაის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ის უკანონოდ გადახდილი ბილეთის საფასურის დაბრუნებას ითხოვდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქ. კარბელაშვილი ავლაბრის აუდიტორიაში „იასონს“ წაიკითხავდა.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სოფელ ბასილეთის სკოლის პედაგოგი ემელიანე ლომთაძე დააკავეს.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ემელიანე ლომთაძე სოფელ ბასილეთის სკოლის პედაგოგი იყო.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სოფელ ჯვარცხმის პედაგოგები: სერგო რუხაძე და პარმენ ჭანიშვილი დააკავეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, კავკასიის ნამესტნიკის თანაშემწემ სენაკის მაზრის მცხოვრებ ვასილ ნ. გუნიას სამშობლოში დაბრუნების ნებართვა მისცა.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, პოლიციამ სომხის ბაზარში გორის მაზრის მცხოვრები დ. დ. ათანელოვი დააკავა.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, დაკარგულ ბადალ მკირტის ძე კაჭარიანის მოსაძებნად პოლიციას ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.