საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89936

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქუთაისის სასამართლომ განიხილა დიმიტრი მგელაძის საქმე, რომელსაც ბრალად გიორგი ტუღუშის დაჭრა ედებოდა. სასამართლომ მას სამი კვირით სატუსაღო და დაზარალებულის სასარგებლოდ 200 მანეთის გადახდა მიუსაჯა. დიმიტრი მგელაძეს იცავდა მ. ქიქოძე, ტუღუშს – ივ. კაჩუხოვი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, თბილისის საოლქო სასამართლომ გაზეთ „გოლოს კავკაზას“ რედაქტორ ვ. ფ. ვასილიევს ქალაქის ინჟინერ კ. ი. მარკაროვისთვის უსაფუძვლო შეურაცხყოფისთვის ბოდიშის მოხდა დაავალა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჭიათურის სახალხო უნივერსიტეტში კ. კანდელაკი წაიკითხავდა ლექციას კოოპერაციაზე.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქალაქ იალტის მთავარმმართებელს, გენერალ-მაიორ იოსებ ანტონის ძე დუმბაძეს ოდესაში ყოფნის დროს გიმნაზიის დირექტორმა როზევიჩმა უმასპინძლა.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გენერალ-მაიორი იოსებ ანტონის ძე დუმბაძე ქალაქ იალტის მთავარმმართებელი იყო.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე ს. თავართქილაძე აქვეყნებს სამადლობელ წერილს მიხეილ იულონის ძე კალანდაძის მისამართით, რომელმაც სამკითხველოს ბაქოდან 7 მანეთი და 10 კაპიკი გამოუგზავნა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე სამოელ თავართქილაძე მადლობას უხდის შემომწირველებს: რაჟდენ სიხარულიძეს, არტემ კალანდაძეს, რაფაელ მეგრელიშვილს, არტემ დუმბაძეს და ილიკო ჯიბუტს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე სამოელ თავართქილაძე მადლობას უხდის შემომწირველებს: ვალერიან ხმალაძეს, ფატი ცერცვაძისას, ათანასე მასხარაშვილს, ალექსანდრე კალანდაძეს, გიორგი გიორგობიანსა და ალ. ბერიძეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე სამოელ თავართქილაძე მადლობას უხდის შემომწირველებს: ამბაკო გვალავას, ვასილ კირვალიძეს, მიხეილ და მარიამ კალანდაძეებს, ვასილ გორგოძესა და გიორგი ჩიჩუას.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე სამოელ თავართქილაძე მადლობას უხდის შემომწირველბს: იოსებ გედევანოვს, ბესარიონ ჟღენტს, ალექსანდრე ზედელაშვილს, ისიდორე ფირცხელაიშვილს, მოსე კოპლატაძესა და მელიტონ ფერაძეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე სამოელ თავართქილაძე მადლობას უხდის შემომწირველებს: ერმილე თორთლაძეს, პეტრე ჭიჭინაძეს, სევასტი ხუნდაძეს, ნიკო მიქაძეს, კოლია ქლიბაძესა და ანტონ თევზაძეს.