საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90061

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 3 მარტს სამხედრო სექციას წერილი გაუგზავნა ეროვნული საბჭოს მდივანმა, დავით ნახუცრიშვილმა და მათ სთხოვა განსაკუთრებული ყურადღება მიექციათ ხევსურთა შუამდგომლობისთვის, რომელნიც ითხოვდნენ ხალხის შეიარაღებას მეზობელ ხალხთა ყაჩაღობისგან თავდასაცავად.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მდივანმა, დავით ნახუცრიშვილმა წერილი გაუგზავნა სამხედრო სექციას, სადაც მათ დაევალათ ცხენოსანთა პოლკის ბორჯომში, წითელ გვარდიელთა რაზმის აბასთუმანში და 50 მოხალისის ბათუმში გაგზავნა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 თებერვალს სამხედრო სექციის წევრმა ალექსანდრე ზაქარიაძემ წერილი გაუგზავნა ქართულ ეროვნულ საბჭოს, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კავკასიის მსროლელთა რაზმებში ინახებოდა დროშები და სხვა ძვირფასი ნივთები. სამხედრო სექცია საბჭოს აღნიშნული ნივთების მათ საკუთრებაში გადაცემას სთხოვდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 აპრილს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა გამგემ, გიორგი გვაზავამ წერილი გაუგზავნა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის გამგეობას, სადაც ის ითხოვდა 1917 წლის საოპერაციო მოგებიდან, ბანკს ჩამოწეროდა ავანსის სახით 12000 მანეთი და გადასცემოდა თბილისის ქართული გიმნაზიის გამგეს, ალექსანდრე მიქაბერიძეს გიმნაზიისთვის ხარჯების გასაძლიერებლად.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 24 იანვარს საქართველოს ეროვნულ საბჭოს წერილი გაუგზავნა ვასო ქავჟარაძემ სამურზაყანოს, სოხუმის ოლქის ნაწილის შესახებ. მისი აზრით, საბჭოს ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობა იყო ასეთი განაპირა კუთხეების მჭიდროდ შეკავშირება საქართველოსთან, რაც საბოლოოდ, საქართელოს გაერთიანებასა და გაძლიერებას შეუწყობდა ხელს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 მარტს კავკასიის მინერალური წყლების კომიტეტის წევრმა, გერასიმე ჭეიშვილმა წერილი გაუგზავნა ცენტრალურ აღმასრულებელ საბჭოს, სადაც აღნიშნული იყო, რომ კავკასიის საოლქო კომიტეტს არ გააჩნდა სახსრები ხორბლის მარაგის შესაძენად და სთხოვდა მათ ფულად დახმარებას. გარდა ამისა, ხორბლეულის ყიდვის ორგანიზაციების მოსაწყობად, კომიტეტი ითხოვდა ნებართვას სანდრო პირების დასანიშნად, რომლებიც გათავისუფლებულნი იქნებოდნენ სამხედრო ბეგარისგან და დაენიშნებოდათ ჯამაგირი აღმასრულებელი კომიტეტის ფონდიდან.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს კომიტეტის მდივანმა, პავლე საყვარელიძემ წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნული საბჭოს რწმუნებულს ყაზბეგის ოლქში. საბჭო ითხოვდა 200 კაციანი ქართველთა რაზმის შემოშვებას საქართველოს ტერიტორიაზე, რომელთაც თან უნდა ჰქონოდათ იარაღი და საჭირო სურსათ-სანოვაგე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 18 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი გაუგზავნა ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ქორქიამ პეტროგრადში გამართული ადგილობრივ ქართველთა კრების შესახებ. კრებაზე კომიტეტს დაევალა პედროგრადში მყოფ ქართველთა გაერთიანება, ქართველი ჯარის ნაციონალიზაციის ხელშეწყობა, ეროვნულ საბჭოსთან ურთიერთობის დამყარება და სხვადასხვა ერების ორგანიზაციებთან კავშირის შექმნა.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 9 მაისს, საღამოს, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის დაცვის ბრალდებით ჯარისკაცებმა დააპატიმრეს „ჩვენი მეგობრის” რედაქტორი, ი. მახვილაძე. ის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოში წაიყვანეს და შემდეგ გაათავისუფლეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 17 ნოემბერს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტმა გამოსცა მანდატი, რომელიც ადასტურებდა ალექსანდრე კაკაბაძის არჩევას პარტიის წარმომადგენლად ინტერპარტიული საბჭოს მიერ მოწვეულ ეროვნული საბჭოს კრებაზე.

1917

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „საქართველოს" 1917 წლის 22 იანვრის გამოცემის ცნობით, ნინო გაბაშვილისამ თავისი სახელის დღის აღსანიშნავად ქართველ ქალთა საზოგადოების სახელოსნო სკოლას ღარიბ მოსწავლეთა სწავლის დასაფინანსებლად 25 მანეთი შესწირა.