საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91888

2026

ტიპი: ავტორობა

1925 წლის ივლისის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N1) დაიბეჭდა გიორგი გვაზავას, ფსევდონიმით მეთვალყურე, წერილი „ჭიათურის შავი ქვის კონცესია“ მეთვალყურის ფსევდონიმით.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებაში დაღუპულთა სია – დაწესებულებათა მოსამსახურენი, სოციალ-დემოკრატები: ბიქტორ მელიქოვი, ვანო ჩხენკელი, ვალოდია ჯორბენაძე და სხვ.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებაში დაღუპულთა სია – დაწესებულებათა მოსამსახურენი, სოციალ-დემოკრატები: ნიკუშა წერეთელი, გოლა იოსელიანი, შალიკო ჯუღელი, გიორგი რობაქიძე.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებაში დაღუპულთა სია – დაწესებულებათა მოსამსახურენი: სოციალ-ფედერალისტი ლავრენტი მასხარაშვილი, უპარტიონი – გიორგი წერეთელი, კიმოთე მოდებაძე, ლავრენტი ხვედელიძე.

1925

ტიპი: გარდაცვალება

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, კომუნისტთა რეჟიმმა, რომელიც მოსკოვის ჯალათებმა თავს მოახვიეს ქართველ ერს, იმსხვერპლა საუკეთესო ახალგაზრდები: გიორგი მამალაძე, მიხეილ მეიფარიანი, პარმენ სამხარაძე.

1925

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ვანო ფხალაძე იყო ღარიბი გლეხის შვილი, დედ-მამით ობოლი.

2026

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დამდეგიდან მასიურად იჭერდნენ ახალგაზრდებს, არც ცნობილ რევოლუციონერებს ერიდებოდნენ, გადასახლებიდან ახლად დაბრუნებული კონსტანტინე კანდელაკი კვლავ დაიჭირეს და 6 თვე ჩეკას ციხეში ტანჯეს, ბოლოს კი სხვებთან ერთად რუსეთში გადაასახლეს. უკანასკნელად რუსეთში გადაასახლეს 65-კაციანი ჯგუფი.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს გაყაჩაღებული ბოლშევიკის, მანწკავას წინააღმდეგ გურიაში გაგზავნეს ჯარი ცნობილი ალექსანდრე (საშა) ობოლაძის მეთაურობით.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს დააწიოკეს საქართველოს რევოლუციური კერა, გურია. ტყეებში გაჭრილ ყაჩაღებთან უძლური საშა ობოლაძე შურს იძიებს გლეხობაზე, ხვრეტს მათ და გასისხლიანებულ გვამებს ყვავ-ყორნებისა და ძაღლების საჯიჯგნად ყრის ოზურგეთის შემავალ გზებზე მოსახლეობის დასატერორებლად.

2026

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ალექსანდრე ობოლაძემ გადაწვა მანწკავას ძმის, ვასილის, სახლი და თავისი ხელით ცოცხლად დაწვა სახლის პატრონის 12 წლის ვაჟი.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წელს ალექსანდრე ობოლაძე მოკლა მანწკავას ნათესავმა და მეგობარმა. ეს გახდა საბაბი უარესი რეპრესიებისა, მისი მკვლელობის დღიდან ოზურგეთში დაიწყეს უდანაშაულო ხალხის მასობრივად დახვრეტა.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წელს მოსალოდნელი ეროვნული აჯანყების ხელმძღვანელის გარეშე დასატოვებლად ჯალათები გაუსწორდნენ სამხედრო მეთაურებს: დიდ პარტიოტ კოტე აბხაზს, ვარდენ წულუკიძეს, ალექსანდრე ანდრონიკაშვილს და სხვ.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წელს მოსალოდნელი ეროვნული აჯანყების ხელმძღვანელის გარეშე დასატოვებლად ჯალათები გაუსწორდნენ სამხედრო მეთაურებს: როსტომ მუსხელიშვილს, სამაგალითო ოფიცერ გოგი ხიმშიაშვილს, სიმონ მუხრანსკის და სხვ.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაიბეჭდა ნოე ჟორდანიას მოწინავე „29 აგვისტო“ რომელიც ეძღვნება აგვისტოს აჯანყებაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ აგვისტოს აჯანყების სამი წლისთავისადმი მიძღვნილ მოწინავეში ნოე ჟორდანია აღნიშნავს, რომ, მართალია, გაჟლიტეს ძველი მებრძოლები – ნოე ხომერიკი, ბენია ჩხიკვიშვილი, ვალიკო ჯუღელი, გოგიტა ფაღავა, ვასო ნოდია და სხვა ათასები – მაგრამ ვერ ჩაკლეს ერის განთავისუფლების იდეა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის მაისში „ზაკჩეკაში“ (ამიერკავკასიის საგანგებო კომისია) აწამეს არსენალის მუშა გიორგი კასრაძე. ის ჭკუაზე შეიშალა.

1922

ტიპი: ნასამართლეობა

1922-1923 წლებში ჩეკაში წამების დროს ჭკუაზე შეიშალნენ სტუდენტები კირილე წილოსანი და მიხა ტუღუში.

1922

ტიპი: ნასამართლეობა

1922-1923 წლებში ნაწამებთა შორის იყო მუშა გიორგი მუჯირიშვილი, რომლის ბინაში აღმოაჩინეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი სტამბა. მას გვერდები ჩაუმტვრიეს და შემდეგ დასაშინებლად, ვითომ დასახვრეტად, საბურთალოზე წაიყვანეს. ეს არ აკმარეს, განთავისუფლების შემდეგ ხელმეორედ დააპატიმრეს და მეორედ წამებისას ჭკუაზე შეიშალა.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის მარტში დააპატიმრეს ანეტა ვიბორგინი, საყინულე სარდაფში ჩააგდეს, აწამეს და სიცოცხლეს გამოასალმეს.

2026

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილი წერილის „ჩეკა და პოლიტიკური სამმართველო“ მიხედვით, ანეტა ვიბორგინი იყო ძველი კატორღელის, ნიკოლოზ ვიბორგინის შვილი.

1867

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ზაქარია მდივანი დაიბადა 1867 წლის 5 სექტემბერს ქალაქ თბილისში.

1933

ტიპი: გარდაცვალება

ზაქარია მდივანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა 1933 წლის 18 აპრილს, საფრანგეთში. დაკრძალულია სენტ ჟენევიე დე ბუას სასაფლაოზე.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს ზაქარია მდივანმა თბილისის კადეტთა კორპუსის სასწავლებელი დაასრულა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წელს ზაქარია მდივანმა კონსტანტინეს სამხედრო სასწავლებელი დაასრულა.