საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91413

2026

ტიპი: ავტორობა

1925 წლის ივლისის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N1) დაიბეჭდა გიორგი გვაზავას, ფსევდონიმით მეთვალყურე, წერილი „ჭიათურის შავი ქვის კონცესია“ მეთვალყურის ფსევდონიმით.

2026

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დამდეგიდან მასიურად იჭერდნენ ახალგაზრდებს, არც ცნობილ რევოლუციონერებს ერიდებოდნენ, გადასახლებიდან ახლად დაბრუნებული კონსტანტინე კანდელაკი კვლავ დაიჭირეს და 6 თვე ჩეკას ციხეში ტანჯეს, ბოლოს კი სხვებთან ერთად რუსეთში გადაასახლეს. უკანასკნელად რუსეთში გადაასახლეს 65-კაციანი ჯგუფი.

2026

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ალექსანდრე ობოლაძემ გადაწვა მანწკავას ძმის, ვასილის, სახლი და თავისი ხელით ცოცხლად დაწვა სახლის პატრონის 12 წლის ვაჟი.

2026

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილი წერილის „ჩეკა და პოლიტიკური სამმართველო“ მიხედვით, ანეტა ვიბორგინი იყო ძველი კატორღელის, ნიკოლოზ ვიბორგინის შვილი.

2026

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 23 ივნისს „ტაიმსში“ გამოქვეყნებულ მოწოდებაში ნათქვამია, რომ უნდა შეიქმნას ფონდი იმ ქართველთა დასახმარებლად, რომლებიც რუსების შემოსევის გამო იძულებული გახდნენ დაეტოვებინთ ქვეყანა და ევროპაში გაბნეულიყვნენ, რომელთა ოჯახების მარჩენლები დახოცეს, როგორც მძევლები, ან აჯანყებას შეეწირნენ. მოწოდებას ხელს აწერენ: ს. ე. მორისი, ე. ს. მორისი, ჯეინ კობდენ ენვინი, სარა ანა ბაილსი, სილვია ლინდი, რობერტ ლინდი, ფილიპ სნოუდენი, ეთელ სნოუდენი, ჯ. რამსეი მაკდონალდი, ედით დიურჰამი, ნ. ფ. დრაიჰერსტი.

2026

ტიპი: გარდაცვალება

მურვანიშვილი მენშევიკური ცეკას მიერ მოსყიდვის შესახებ ცრუ აღიარებაზე უარის თქმის გამო საგანგებო კომისიამ დააპატიმრა. გააშიშვლეს და ტილოს ტომრებში გახვეული რამდენიმე თვე საყინულეებში აწამეს, 1923 წლის აგვისტოს დღეებში კი სხვა მამულიშვილებთან ერთად დახვრიტეს.

2026

ტიპი: ორგანიზაცია

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლის“ (N14) ცნობით, ვანო ღლონტი გურიაში ტოლმაჩოვის რეაქციის დროს სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას მიკედლა, ორგანიზაციების მუშაობაში ჩაება ორგანიზაციის თვალსაჩინო წევრი გახდა.

2026

ტიპი: გარდაცვალება

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლის“ (N14) ცნობით, ვანო ღლონტი აჯანყების წინ ციხეში მოხვდა და დახვრიტეს.

2026

ტიპი: ღონისძიება

1921 წლიდან საქართველოს ყველა კუთხეში დაიწყო ეროვნული ძალების კონსოლიდაცია. სვანეთში ამ პროცესებს ხელმძღვანელობდნენ ბიძინა პირველი, მოსესტრო დადეშქელიანი, ნესტორ გარდაფხაძე და ეგნატე გაბლიანი.

2026

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ეგნატე გაბლიანი დაიბადა 1883 (1881?) წელს სვანეთში, მულახის საზოგადოების ისტორიულ სოფელ ზარდლაშში.

2026

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N3) დაბეჭდილ წერილში „ნ. ჟორდანია ბელგიაში“ აღნიშნულია, რომ სოციალისტურმა ორგანიზაციამ ნოე ჟორდანია ბრიუსელიდან ანტვერპენში მიიწვია. მუშათა ორგანიზაციამ იგი დიდებულად მიიღო. სტუმარს ახლდნენ კამილ ჰიუსმანსი, ლუი დე ბრიუკერი, ეკელერი და სხვ. იგი წარადგინა ეკელერმა და მოკლედ დაახასიათა ბელგიისა და საქართველოს ბედის მსგავსება.

2026

ტიპი: თანამდებობა

ნესტორ გარდაფხაძე 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი და სვანეთის ამბოხების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.

2027

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაიბეჭდა წერილი „წამება ჩეკაში“ იმ პირთა შესახებ, რომლებიც გახდნენ ინკვიზიციის მსხვერპლნი თბილისის, სოხუმის, ბათუმის, ქუთაისის, ოზურგეთის ჩეკაში, მათ შორის იყო ვლასა ბოხოხაძე.