საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91579

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წელს კოტე აფხაზი თანამოაზრეებთან ერთად იყო საქართველოს ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე საქართველოს „დამოუკიდებლობის კომიტეტი”) შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წელს კოტე აფხაზის თაოსნობით შეიქმნა დამოუკიდებლობის კომიტეტის „სამხედრო ცენტრი“.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის თებერვალში ჩეკისტებმა დააპატიმრეს გენერალი კოტე აფხაზი და „სამხედრო ცენტრის“ სხვა 14 წევრი.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის თებერვალში ჩეკას სპეციალურმა კოლეგიამ, ე.წ. „ტროიკამ“, კოტე აფხაზს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯა.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის 20 მაისს კოტე აფხაზი დახვრიტეს თბილისში, დღევანდელი „ვაკის პარკის” ტერიტორიაზე.

1923

ტიპი: ავტორობა

კოტე აფხაზის ბოლო სიტყვები იყო: „მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი სამშობლოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა, ჩვენი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!“

2023

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, სამშობლოსათვის თავგანწირვისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 4 ივლისის N04/07/02 განკარგულებით კოტე აფხაზი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით და მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.

1861

ტიპი: პირადი ინფორმაცია

კირილე ქუთათელაძე დაიბადა 1861 წლის 22 თებერვალს, ქუთაისის გუბერნიის სოფელ ხონში.

1878

ტიპი: განათლება

1878 წელს კირილე ქუთათელაძემ მიხეილის ვორონეჟის სამხედრო გიმნაზია დაასრულა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წელს კირილე ქუთათელაძემ მიხეილის საარტილერიო აკადემია დაასრულა 1-ლი თანრიგით.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წელს კირილე ქუთათელაძე საარტილერიო სასწავლებლიდან კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში მოხვდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886-1890 წლებში კირილე ქუთათელაძე თბილისის იუნკერთა სამხედრო სასწავლებლის სასწავლო ნაწილის საქმისმწარმოებლად მსახურობდა.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-1909 წლებში კირილე ქუთათელაძე ვილნოს (ვილნიუსის) სამხედრო ოლქის სასწავლო საარტილერიო პოლიგონის უფროსად მსახურობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918 წლიდან კირილე ქუთათელაძე ქართულ არმიაში მსახურობდა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წლის 18 ოქტომბრიდან კირილე ქუთათელაძე სამხედრო საბჭოს წევრი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში კირილე ქუთათელაძეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და მისი შეიარაღებული ძალების არსებობის პერიოდში უცვლელად ეკავა საქართველოს სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის საარტილერიო სექციის უფროსის თანამდებობა (მასთან შედიოდა არსენალი).

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებიდან გარკვეული პერიოდით კირილე ქუთათელაძეს ბათუმის ციხე-სიმაგრის კომენდანტის თანამდებობა ეკავა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტიდან კირილე ქუთათელაძე ემიგრაციაში წავიდა კონსტანტინოპოლში.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლიდან კირილე ქუთათელაძე კონტრაქტით მსახურობდა პოლონეთის არმიაში.

1922

ტიპი: განათლება

1922 წლიდან კირილე ქუთათელაძემ გაიარა გადამზადება საარტილერიო კურსებზე ქვეითი პოლკებისა და არტილერიის მეთაურების საარტილერიო მსროლელ სკოლაში ქალაქ ტორუნში.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს კირილე ქუთათელაძეს პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერლის წოდება მიენიჭა.

1929

ტიპი: გარდაცვალება

კირილე ქუთათელაძე ტრაგიკულად დაიღუპა ავტოავარიაში 1929 წელს. დაკრძალულია ქალაქ ვარშავაში.

1900

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის კირილე ქუთათელაძე 1900 წელს წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის კირილე ქუთათელაძე 1914 წელს წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.