საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91628

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ თბილისის ვაჟთა მე–4 გიმნაზიის მე–7 კლასის მოწაფეები და ამავე კლასის დამრიგებელი აპოლონ სამსონია მწუხარებით იუწყებიან, ამავე კლასის მოწაფე ნიკოლოზ (ნიკო) წიკლაურის უდროოდ გარდაცვალებას.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 26 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, აპოლონ ტიტეს ძე სამსონია თბილისის ვაჟთა მე-4 გიმნაზიის პედაგოგი იყო.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის 1-ელი სექტემბრის ღამის 3 საათზე დახვრიტეს აჭარის მკვიდრი, 19 წლის ალექსანდრე ქიშვარდის ძე ზოიძე.