რეგისტრირებული ფაქტები92070
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტიდან, საქართველოს მთავრობის წევრებთან და გენერალიტეტის ზოგიერთ წარმომადგენელთან ერთად ზაქარია ბაქრაძემ დატოვა სამშობლო და ემიგრაციაში წავიდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტიდან ზაქარია ბაქრაძე ცხოვრობდა ჯერ კონსტანტინოპოლში, შემდეგ - პოლონეთში.
1926
ტიპი: ღონისძიება
აუცილებელი პრაქტიკის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ 1926 წლის სექტემბრიდან 1931 წლის 30 ივნისამდე, ზაქარია ბაქრაძე მე-18 ქვეით პომორსკის დივიზიაში მსახურობდა.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წლის სექტემბრიდან 1931 წლის 30 ივნისამდე, ზაქარია ბაქრაძე მე-18 ქვეით დივიზიას მეთაურობდა.
1923
ტიპი: თანამდებობა
პოლონეთის ჯარში სამსახურის დროს ზაქარია ბაქრაძეს პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერლის (1923 წ.) სამხედრო წოდება მიენიჭა.
1871
ტიპი: პირადი ინფორმაცია
იოსებ გედევანიშვილი დაიბადა 1871 წლის 2 თებერვალს, თბილისის გუბერნიის სიღნაღის მაზრის სოფელ ახაშენში.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლისათვის კაპიტანი იოსებ გედევანიშვილი მსახურობდა დუშეთში, ნოვობაიაზეთის ქვეითი პოლკის ასეულის მეთაურად.
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1905-1923 წლებში იოსებ გედევანიშვილი იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 12 აპრილს იოსებ გედევანიშვილმა რევოლუციონერებს დუშეთის ხაზინის ექსპროპრიაციაში შეუწყო ხელი.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 12 აპრილს იოსებ გედევანიშვილის ხელშეწყობით რევოლუციონერებმა ხაზინიდან 315000 მანეთი გაიტაცეს.
1906
ტიპი: ნასამართლეობა
1906 წლის 12 აპრილს იოსებ გედევანიშვილი რევოლუციონერების მხარდაჭერისთვის კაპიტანი გედევანიშვილი დაითხოვეს არმიიდან, ჩამოართვეს სამხედრო წოდება და მიუსაჯეს 2 წლით პატიმრობა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ იოსებ გედევანიშვილი აქტიურ პოლიტიკურ და რევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლიდან იოსებ გედევანიშვილი თეატრალური ცხოვრებითა და დრამატურგიით იყო დაკავებული.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ იოსებ გედევანიშვილი ამიერკავკასიის ნაციონალური არმიისა და ქართული ნაციონალური საარმიო კორპუსის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ხელმძღვანელი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლიდან იოსებ გედევანიშვილი პირველი ფორმაციის ქართული ნაციონალური საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის აღმასკომის წევრი და სოციალისტ ფედერალისტთა ბათუმის ე.წ. „პარტიზანული რაზმის” მეთაური იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1918 წლის აგვისტოდან იოსებ გედევანიშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს საერთო განყოფილების უფროსად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს საქართველო სამხედრო მინისტრის №34 ბრძანებით, საბრძოლო დამსახურებისათვის იოსებ გედევანიშვილი წმინდა გიორგის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

