საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92100

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის დასაწყისიდან იოსებ გედევანიშვილი აფხაზეთისა და შავიზღვისპირეთის გენერალ გუბერნატორად და ქართული გარნიზონის სარდლად დაინიშნა.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წლის 12 მარტიდან იოსებ გედევანიშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის დასაწყისში იოსებ გედევანიშვილი აღმოსავლეთ საქართველოში გაშლილი მე-2 ქვეითი დივიზიის მეთაურად დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის დეკემბრიდან იოსებ გედევანიშვილი ბორჩალოს მაზრის ქართული გარნიზონის სარდლად დაინიშნა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის თებერვლიდან, რუსული ბოლშევიკური სამხედრო ინტერვენციის დაწყების საშიშროებასთან დაკავშირებით, იოსებ გედევანიშვილი სამხრეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის სარდლად დაინიშნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს იოსებ გედევანიშვილს დაქვემდებარებულმა ჯარებმა ვერ შეძლეს რუს ბოლშევიკთა მე-11 წითელი არმიის შეტევის შეჩერება, რამაც არსებითად განაპირობა ქართული ჯარების უკანდახევა და დამოუკიდებლობის დაკარგვა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტიდან, იოსებ გედევანიშვილი მთავრობის წევრებისა და სხვა სამხედროების მსგავსად ემიგრაციაში არ წასულა და დარჩა საქართველოში.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922-1926 წლებში იოსებ გედევანიშვილი ქართულ წითელ არმიაში მსახურობდა.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წელს იოსებ გედევანიშვილი ანტისაბჭოური გამოსვლებისათვის დააპატიმრეს. თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

1923

ტიპი: ორგანიზაცია

1923 წელს იოსებ გედევანიშვილი „გაერთიანებულ სამხედრო ცენტრში“ შედიოდა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლიდან იოსებ გედევანიშვილი კომუნისტური პარტიის წევრი გახდა და მუშაობა დაიწყო სხვადასხვა სახელმწიფო და სამეურნეო თანამდებობებზე.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923-1926 წლებში იოსებ გედევანიშვილი სამხედრო-საგამომცემლო კოლეგიის თავმჯდომარე იყო.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926-1928 წლებში იოსებ გედევანიშვილი თბილისის ოპერის სახელმწიფო თეატრის დირექტორად მუშაობდა.

1928

ტიპი: თანამდებობა

1928-1929 წლებში იოსებ გედევანიშვილი ამიერკავკასიის რადიოგადაცემათა რწმუნებული იყო.

1929

ტიპი: თანამდებობა

1929-1939 წლებში იოსებ გედევანიშვილი საქართველოს სსრ ცენტრალური სახელმწიფო არქივის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

იოსებ გედევანიშვილმა ლიტერატურული მოღვაწეობა 1908 წელს დაიწყო. ავტორია რიგი პიესებისა, რომლებიც შევიდა XX საუკუნის დასაწყისის ქართული თეატრების რეპერტუარში. ცნობილი გახდა როგორც XX საუკუნის ქართული სოციალური დრამატურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს, ციხეში ყოფნისას იოსებ გედევანიშვილმა დაწერა პიესა „მსხვერპლი“, და არ ჩამოდიოდა სცენიდან პირველი დადგმიდან 1911 წელს, 1931 წლამდე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს იოსებ გედევანიშვილმა დაწერა სამხედრო-ისტორიული ხასიათის ნაშრომი ,,სამხედრო ხელოვნება საქართველოში“.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წელს იოსებ გედევანიშვილმა დაწერა წიგნი „მოთხრობათა კრებული“.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წელს იოსებ გედევანიშვილმა დაწერა წიგნი „სამხედრო ხელოვნება „ვეფხისტყაოსანში“.

1939

ტიპი: გარდაცვალება

1939 წელს იოსებ გედევანიშვილი გარდაიცვალა. დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს ტაძრის ტერიტორიაზე.