საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92155

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 5 ოქტომბერს ქ. ზესტაფონში, წმ. ნინოს ეკლესიაში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის, ტრიფონ ანდრიას ძე ნიორაძის გარდაცვალების ორმოცი დღის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ოჯახი ღრმა მწუხარებით იუწყება გენო ქარუმიძის ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპვას. სამძიმარს აცხადებენ დედა — მაკრინე თევდორეს ასული, მამა — ლავრენტი მიხეილის ძე და მეუღლე — თამარა გიორგის ასული, შვილებთან ერთად.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 22 თებერვალს ველიკოკნიაჟსკის (ახლანდელი დიმიტრი უზნაძის) ქუჩაზე მოვაჭრე ი. რაგიმ-ოღლი გაძარცვეს.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 22 თებერვალს, ღამის 11 საათზე ცეცხლი გაუჩნდა მ. მ. მნაცაკოვის სახლს. ზარალი 12 000 მანეთს შეადგენდა.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, პოლიციამ შეიპყრო თბილისის გუბერნიიდან გადასახლებული ა. ე. ეირანოვი და ქუთაისის მაზრის მცხოვრები ტ. გ. ნაფეტვარიძე, რომელსაც დიდ ჯიხაიშში მცხოვრები პ. შუბლაძის სახელზე გაცემული პასპორტი აღმოაჩნდა.