საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92206

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 31 იანვარს გაიმართა დრამატული საზოგადოების კრება, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი თავმჯდომარეობდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ციხის ზედამხედველის ცოლმა, ა. ს. ლისენკომ პოლიციას განუცხადა, რომ სამი ძროხა მოჰპარეს. ეჭვის საფუძველზე რაჭის მაზრის მცხოვრებნი — ი. ს. მახაშვილი, გ. და დ. ბიჭაშვილები დააკავეს.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გინტორი ამიერკავკასიის რკინიგზის ინჟინერი იყო.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 1 თებერვალს პოლიციამ თბილისის მოქალაქე ვ. ი. კოროსიანცი შეიპყრო, რომელსაც ამიერკავკასიის რკინიგზის ინჟინერ გინტორის მკვლელობა ედებოდა ბრალად.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 7 თებერვალს ქართულ თეატრში ვასილ ყიფიანის ხუთმოქმედებიან დრამას — „სამეგრელოს მთავარი ლევანი“ წარმოადგენდნენ.

1910

ტიპი: მფლობელობა

1910 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, მიხეილ ქოიავა და ევგენი პერტენავა ვა(ო)გზლის N17-ში სასტუმრო „ბორჯომს “ფლობდნენ.