საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92651

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ლეო კერესელიძე გაგზავნეს ცხინვალში ბოლშევიკებისა და ამბოხებული ჯაველი ოსების წინააღმდეგ.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის აგვისტოში ლეო კერესელიძე დაინიშნა კავკასიის მთიელთა რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლად.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ლეო კერესელიძეს გენერლის წოდება მიენიჭა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ლეო კერესელიძე ებრძოდა გენერალ დენიკინის „მოხალისეთა არმიას” ჩეჩნეთსა და დაღესტანში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ლეო კერესელიძემ ბრძოლებით აიღო რამდენიმე ქალაქი და დასახლებული პუნქტი, თუმცა, გროზნოს აღება ვეღარ შეძლო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გენერალი კერესელიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო წარმომადგენელი იყო პოლონეთში.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის თებერვალში, რუსეთთან ომის დროს უთანხმოება მოუვიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილთან მოხალისეთა რაზმების ორგანიზაციის საკითხებზე.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის თებერვალში, ნოე რამიშვილთან უთანხმოების გამო ლეო კერესელიძე მცირე ხნით დაკავებული იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტიდან, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ლეო კერესელიძე ემიგრაციაში წავიდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტიდან, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ იასონ კერესელიძემ საქართველოში დარჩენა გადაწყიტა და ემიგრაციაში არ წასულა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტის შემდეგ იასონ კერესელიძე დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი გახდა და ანტირუსული და ანტიბოლშევიკური აჯანყების მომზადებაში ჩაერთო.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის მაისში „დამოუკიდებლობის კომიტეტის“ სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად ბოლშევიკებმა იასონ კერესელიძეც დააპატიმრეს და სხვა 14 ქართველ პატრიოტთან ერთად დახვრიტეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტის შემდეგ ლეო კერესელიძე ცხოვრობდა ჯერ კონსტანტინოპოლში, ხოლო შემდეგ გერმანიაში, ბერლინში.

1925

ტიპი: ორგანიზაცია

ლეო კერესელიძემ 1925 წელს შალვა ბერიძესთან, მიხაკო წერეთელთან და სხვებთან ერთად ჩამოაყალიბა მემარჯვენე-ნაციონალისტური ორგანიზაცია „თეთრი გიორგი”.

1925

ტიპი: ორგანიზაცია

1925 წელს შალვა ბერიძის, მიხაკო წერეთლის, ლეო კერესელიძის და სხვათა ჩამოყალიბებულ ორგანიზაციას „თეთრი გიორგი“ ჰქონდა საკუთარი გერბი, ჰიმნი, დროშა. ორგანიზაციის მიზანს კი, ქართველი ერის გათავისუფლება წარმოადგენდა რუსეთის მონობისგან.

1926

ტიპი: ორგანიზაცია

1926-1939 წლებში შალვა ბერიძის, მიხაკო წერეთლის, ლეო კერესელიძის და სხვათა ჩამოყალიბებული ორგანიზაცია „თეთრი გიორგი“ გამოსცემდა გაზეთს „თეთრი გიორგი“, რომელშიც პატრიოტული ხასიათის სტატიები იბეჭდებოდა.

1926

ტიპი: ავტორობა

1926-1939 წლებში გაზეთში „თეთრი გიორგი“ ლეო კერესელიძის 50-ზე მეტი სტატია დაიბეჭდა.

1942

ტიპი: ორგანიზაცია

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 1942 წელს, ლეო კერესელიძე მონაწილეობდა გრაფი შულენბურგის (გერმანიის პოლიტიკური მისიის წარმომადგენელი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდში გერმანიის ელჩი საბჭოთა კავშირში) მიერ მოწვეულ ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეებთან ერთად „პოლიტიკური კომიტეტისა” და ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის შექმნაში.

1943

ტიპი: გარდაცვალება

ლეო კერესელიძე გარდაიცვალა 1943 წლის 23 ნოემბერს, მოკავშირეთა ავიაციის მიერ ბერლინის ერთ-ერთი პირველი დაბომბვის დროს.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წლის 23 ნოემბერს ლეო კერესელიძის გარდაცვალებასთან ერთად განადგურდა მისი უნიკალური ბიბლიოთეკა და პირადი არქივი.

1873

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ზაქარია ყიფშიძე დაიბადა 1873 წლის 22 მარტს თბილისის გუბერნიის გორის მაზრის სოფელ საღოლაშენში.

1873

ტიპი: სტატუსი

ზაქარია ყიფშიძე წარმომავლობით სასულიერო წოდებას მიეკუთვნებოდა.