საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92889

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 6 მარტს გ. ვ. სობოლევსკი სახალხო უნივერსიტეტში წაიკითხავდა ლექციას „სუდანი და კონგო (ჩემი შთაბეჭდილებანი აფრიკაში მოგზაურობიდან)“.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებამ გუბერნიის მარშლად სიმონ დავითის ძე წერეთელი აირჩია.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 3 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, თბილისში ბრიტანელ ინჟინერ ვილჰელმ ლინდლეის ელოდნენ, რომლის ჩამოსვლაც ნატახტარში წყლის გაყვანილობას უკავშირდებოდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 3 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 8 საათზე თბილისის თავადაზნაურთა სადეპუტატო საკრებულოს დარბაზში დანიშნული იყო საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული საზოგადოების საერთო კრება, სადაც სერგი გორგაძე წაიკითხავდა რეფერატს „ივერიის მეფე ვახტაგ I და მისი დრო“.

1921

ტიპი: ღონისძიება

როსტომ წერეთელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ ქემალისტური ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის მარტიდან, მთავრობის წევრებისა და ქართული გენერალიტეტის ზოგიერთი წარმომადგენლის მსგავსად არ მიდის ემიგრაციაში და რჩება საქართველოში.

1890

ტიპი: განათლება

1890-1900-იან წლებში როსტომ მუსხელიშვილმა საარტილერიო სასწავლებელი და გენერალური შტაბის აკადემიის სასწავლებელი დაასრულა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლამდე როსტომ მუსხელიშვილი კავკასიის ფრონტზე, 39-ე საარტილერიო ბრიგადაში მსახურობდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს გამოჩენილი მამაცობისთვის როსტომ მუსხელიშვილი წმინდა ანას IV და III ხარისხის ორდენებით დააჯილდოვეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს გამოჩენილი მამაცობისთვის როსტომ მუსხელიშვილი წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918-1921 წლებში, როსტომ მუსხელიშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში როსტომ მუსხელიშვილს სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის უფროსის თანამდებობა ეკავა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის თებერვლისათვის როსტომ მუსხელიშვილი ბათუმის რაზმის შტაბის უფროსი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

როსტომ მუსხელიშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ ქემალისტური ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის მარტიდან, საქართველოს მთავრობის წევრებისა და ქართველი გენერალიტეტის ზოგიერთი წარმომადგენლის მსგავსად ემიგრაციაში არ წასულა და დარჩა სამშობლოში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტიდან როსტომ მუსხელიშვილი საქართველოს წითელ არმიაში მსახურობდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის მარტიდან როსტომ მუსხელიშვილი საქართველოს წითელი არმიის დივიზიის შტაბის უფროსი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტიდან წითელ არმიაში მსახურობის პარალელურად როსტომ მუსხელიშვილი ანტისაბჭოთა იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობაში მოღვაწეობდა.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წლიდან როსტომ მუსხელიშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის მიერ შექმნილი „სამხედრო ცენტრის“ წევრი იყო.

1922

ტიპი: ღონისძიება

როსტომ მუსხელიშვილს ეკუთვნოდა 1922 წლის დუშეთის მაზრის აჯანყების გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა წითელი არმიის მთიულეთში შეტყუებას და იქ სრულ განადგურებას.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის დუშეთის მაზრის აჯანყების გეგმა უნდა მოეყვანათ სისრულეში ქაქუცა ჩოლოყაშვილის, შალვა ფავლენიშვილისა და ლაშქარაშვილის რაზმებს.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის თებერვალში ჩეკისტებმა დააპატიმრეს გენერალი როსტომ მუსხელიშვილი და „სამხედრო ცენტრის“ სხვა 14 წევრი.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წელს ე.წ. „ტროიკამ“, ყოველგვარი გამოძიება-გასამართლების გარეშე როსტომ მუსხელიშვილს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯა.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის 20 მაისს როსტომ მუსხელიშვილი დახვრიტეს თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის 20 მაისს როსტომ მუსხელიშვილთან ერთად დახვრიტეს გენერლები ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე, კონსტანტინე აფხაზი და სხვა ქართველი ოფიცრები.

1869

ტიპი: პირადი ინფორმაცია

სტეფანე ახმეტელაშვილი დაიბადა 1869 წლის 6 თებერვალს თბილისის გუბერნიის სიღნაღის მაზრის სოფელ ანაგაში.