რეგისტრირებული ფაქტები81928
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1949
ტიპი: ორგანიზაცია
1949 წლის აპრილში შალვა მაღლაკელიძე ცდილობდა, რომ რომში პოლიტიკურად აქტიური კავკასიური ჯგუფი შექმნილიყო, რომელიც ოსმალეთში, სპარსეთში, ესპანეთსა და გერმანიაში ანტისაბჭოურ ხაზებსა და მიმართულებებს დაუახლოვდებოდა.
1949
ტიპი: ღონისძიება
1949 წლის აპრილში რომში მყოფი შალვა მაღლაკელიძე ემიგრანტების რუსულ-კავკასიურ-ქართულ საქმიანობას აქტიურად აკვირდებოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 მარტს განათლების სამინისტროს დირექტორმა ვუკოლ ბერიძემ ალექსანდრე წერეთელს, თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ უფროსი ქალი თამარ ჯავახიშვილი დროებით ქალთა ინსტიტუტის გამგედ დაინიშნა.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის 3 მაისს ქალთა მეშვიდე გიმნაზიის ყოფილი ხაზინადარი ფეოდორ ვასილის ძე პროხოროვი განათლების მინისტრს გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილს გიმნაზიასთან არსებული ინტერნატის ბინაში ცხოვრების ვადის გახანგრძლივებას სთხოვდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის იანვარში, ევგენი ჟარკოვსკის რუბრიკის თანახმად, მოზდოკის საოლქო ყრილობაზე რევოლუციურმა საბჭომ წარადგინა ინგუშეთში სამდღიანი ლაშქრობის დაწვრილებითი გეგმა, რომელსაც მხარი დაუჭირეს პოლკოვნიკმა რიმარმა და პიატირუბლიოვმა.
1919
ტიპი: ღონისძიება
ევგენი ჟარკოვსკის ანალიტიკური რუბრიკის მე-5 ნაწილიდან ვიგებთ, რომ 1918 წელს მოზდოკის საოლქო ყრილობაზე ყაჩაღობასთან ბრძოლის საკითხი განიხილეს, რაც ინგუში მოსახლეობის განიარაღებას გულისხმობდა. ჩანაფიქრის განხორციელება მისი სირთულიდან გამომდინარე ნიკოლოზ მეფის ხელისუფლებამაც ვერ შეძლო. სოციალისტური ბლოკის მოთხოვნით აღნიშნული საკითხი არ დაამტკიცეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
ევგენი ჟარკოვსკის შეფასებით, 1918 წლის იანვარში მოზდოკის საოლქო ყრილობაზე ბოლშევიკთა თვალთმაქცური პოლიტიკა გამოვლინდა: ერთი მხრივ, ბოლშევიკ მელიქიანს საბჭოთა ხელისუფლების დაცვა დაავალეს, მეორე მხრივ კი, სერგეი კიროვს – მის წინააღმდეგ გამოსვლა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 ოქტომბერს მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტში გამართულ თათბირზე საზოგადოება „ჩემოს“ წარმომადგენელმა, კონსტანტინე თუმანიშვილმა ნოე ჟორდანია სახელმწიფოს წინააღმდეგ კერძო პირის ინტერესების დაცვაში დაადანაშაულა.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 6 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე კონსტანტინე თუმანიშვილს მიესაჯა 6 თვით (ადმინისტრაციული წესით) დაპატიმრება მთავრობის თავმჯდომარის შეურაცხყოფის ბრალდებით.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 11 ოქტომბერს იუსტიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ჟორდანია გაათავისუფლეს თანამდებობიდან მისივე მოთხოვნის საფუძველზე.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს „ნაციონალისტში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ გიორგი ჟორდანიას გადადგომის შემდეგ იუსტიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა გაუქმდა და დაწესდა მინისტრის თანაშემწის თანამდებობა.
1917
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1917 წლის 21 მარტს ვლადიმერ იაკობის ძე გულაშვილმა ქართული გიმნაზიის პედაგოგიურ საბჭოს შვილის, ირაკლი ვლადიმერის ძე გულაშვილის სასწავლებლის პირველ კლასში ჩარიცხვა სთხოვა.
1917
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1917 წლის 21 მარტს ისაკ ივანეს ძე ჩალათაშვილმა ქართული გიმნაზიის პედაგოგიურ საბჭოს თავისი შვილის, არჩილ ისაკის ძე ჩალათაშვილის სასწავლებლის მეორე კლასში ჩარიცხვა სთხოვა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 10 მაისს ვლადიმერ დალაქიშვილმა ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიიის პედაგოგიურ საბჭოს შვილისთვის ავადმყოფობის გამო გამოცდების გადადება სთხოვა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 30 აგვისტოს მაკარ ალექსის ძე დინდარიმ და მელქისედეკ ივანეს ძე ქობალავამ თევზაძის სახელობის გიმნაზიას, თავიანთი შვილების, ზინაიდა მაკარის ასულ დინდარისა და ივანე მელქისედეკის ძე ქობალავას მეორე კლასში ჩარიცხვა სთხოვეს.
1917
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1917 წლის 8 ოქტომბერს თბილისის მეექვსე გიმნაზიის მეხუთე კლასის მოსწავლე ალექსი იოსების ძე ბასიშვილმა პედაგოგიურ საბჭოს სიღარიბს გამო სწავლის გადასახადიდან განთავისუფლება სთხოვა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 27 დეკემბერს გრიგოლ ისიდორეს ძე ნიორაძე მიმართავს თბილისის მეშვიდე გიმნაზიის დირექტორ ნიკოლოზ ჩიგოგიძეს, დაუნიშნოს გამოცდები მესამე კლასში მისაღებად.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 25 ივნისს თბილისის სასულიერო სემინარიის, საფრანგეთში ორწლიანი სამეურნეო კურსების და სან-ფრანცისკოს სავტომობილო სკოლის ელექტროინჟინერიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა დიმიტრი ალექსის ძე დავითაშვილმა განათლების სამინისტროს სამსახურის პოვნაში დახმარება სთხოვა.