რეგისტრირებული ფაქტები81928
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919-20 სასწავლო წლის პირველი ნახევრისათვის სახელმწიფო ხაზინამ გამოყო თანხა 250 მანეთის ოდენობით თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიის შემდეგ მოსწავლეებზე: ელენე გედევანიშვილი, ანა სოკოლოვი, ნინო ავალიშვილი, მარიამ ხიმშიაშვილი, ეკატერინე ჯავახიშვილი, თამარ ჯაფარიძე, რუსუდან ამირეჯიბი, თამარ მიქელაძე, თამარ ხიმშიაშვილი, თამარ გარსევანიშვილი, ნინო მურაჩაშვილი, ნინო ქუმსიშვილი, ეკატერინე ორჯონიკიძე, ნინო როსტაშვილი, ლიდა იარინი, ბარბარე ნარიმანოვი, დარეჯან რამიშვილი, ანა ნიკოლაიშვილი, დარეჯან ნიკოლაიშვილი, ნინო ნარიმანოვი.
1919
ტიპი: განათლება
1919-20 სასწავლო წლის პირველი ნახევრისთვის სახელმწიფო ხაზინამ გამოყო თანხა 150 მანეთის რაოდენობით თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიის შემდეგ მოსწავლეებზე: 1. მარიამ ქუმსიშვილი, 2. თამარ ჩივაძე, 3. თამარ ავალიშვილი, 4. თამარ ფალავანდიშვილი, 5. თიკო ყიფიანი, 6. ელენე ყიფიანი, 7. ლიზა ციციშვილი, 8. ნინო ზედგენიძე, 9. ოლღა ფალავანდიშვილი, 10. ოლღა მიქელაძე, 11. ნინო ხიმშიაშვილი, 12. ლიზა დეკანოზაშვილი, 13. კატო თაქთაქიშვილი, 14. მარიამ ბაგრატიონი, 15. ქეთო მომცელიძე, 16. თამარ ფურცელაძე, 17. ელენე ჩიქოვანი, 18. ალექსანდრა ცალქალამანიძე, 19. თამარ ტუსიშვილი, 20. ასმა ნიკოლაიშვილი, 21. ზინაიდა ტარტარაშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ბენია ჩხიკვიშვილმა ორთაბათუმში ჯარის ნაწილი გაგზავნა ხალხის მტრების საპოვნელად და გაანარქისტებული ჯგუფებისათვის გადასახადის დასაკისრებლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ხულოში საქონელს შავი ჭირი გაუჩნდა. ამის გამო იქ ვეტერინარი ტიმოფეევი გაგზავნეს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წელს ბაქოს მუშათა საბჭოში ჰუსეინოვი ამტკიცებდა, რომ საქართველო ნავთობს ვრანგელს მიჰყიდდა. საბოლოო რეზოლუციის თანახმად, საქართველოსთან სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა აზერბაიჯანულ მხარეს განატიას მისცემდა, რომ ნავთობს მხოლოდ თვითონ მოიხმარდა და კავშირს გაწყვეტდა საბჭოთა მტრებთან.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს სოხუმის სასამართლოს ლიკვიდაციის გამო მ. მელიანიცკი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1917 წლის დეკემბრიდან გაიხსნა სახალხო უნივერსიტეტი (მიხეილის პრ. N19), რომელშიც კითხულობდნენ შემდეგი პედაგოგები: ბეკი ასტრონომია, სტრავინსკი – ანატომია და ადამიანის ფიზიოლოგია, გეკერი – მათემატიკა, მეფერტი – ფიზიკა, მაოროვი – გეოგრაფია, წულუკიძე – პოპულარული მედიცინა და ჰიგიენა, იშკოვი – რევოლუციური მოძრაობის ისტორია, პალმოვი – ლიტერატურის ისტორია, ჩემოდანოვი – ძვ. წყობილება და რევოლუცია საფრანგეთში, მახვილაძე – პოლიტიკური ეკონომია, სტრელკოვსკი – საზოგადო შემეცნება უფლებაზე; მარტიდან მოიწვიეს ახალი ლექტორები: პროფ. მაქსიმოვი – მცენარეთა ცხოვრება, პროფ. მიშჩენკო – საზოგადო ბიოლოგია, პროფ. ხარაზოვი – უმაღლ. მათემატიკის შესავალი, პრივატდოცენტი სელიხანოვი – ფსიქოლოგია, სტ. ვოლსკი – მარქსიზმის ფილოსოფია, ამ. ლემლეინი – ფიზიკა, ნევტოროვი – ქიმია. სწავლა უფასო იყო.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის პირველ მარტს ხოჯევანქის სასაფლაოზე დაკრძალეს თბილისის რკინიგზის დამცვ. წითელრაზმელი გიორგი (ჟორჟიკა) მირზოიანი, რომელიც მოკლეს 20 წლის თელავის ხულიგანი ჯარისკაცების არეულობის დროს. ის უკვე მომწიფებული რევოლუციონერი იყო.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 7 მარტს ვაჭარ ივანე ძეგველიშვილს პატარა ბიჭმა გადასცა წერილი, რომლის ავტორი 30 000 მანეთს სთხოვდა. ფული ამ ბიჭის ხელით უნდა გაეგზავნა. ბიჭმა კონვერტი საეჭვო პირს, ტერ-ზახაროვს, გადასცა. მილიციელებმა მისი შეპყრობა მოინდომეს, მან გაქცევა დააპირა და იქვე მოკლეს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 9 მარტის „ერთობაში“ დაბეჭდილ მიმართვაში შორაპნის მაზრის მოქალაქეთა მიმართ ნათქვამია, რომ ბოლშევიკებმა ყარს-არდაგან-ბათუმის ოლქები ოსმალეთს მიუძღვნეს. ოსმალეთიც ითხოვს ამ ოლქების დაცლას, ნუ შემოვუშვებთ ჩვენს მიწაზე, შევადგინოთ მოხალისეთა რაზმი. ყვირილაში შევიკრიბოთო. მიმართვას ხელს აწერენ: ჭიათურის მ. დ. საბჭოს წარმომადგენელი ზაქ. გურული, ყვირილის მ. დ. საბჭოს თავმჯდომარე პოლ. გოგიაშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 23 თებერვალს სურამში გამართულ პარტიის კომიტეტის სხდომაზე თავმჯდომარედ აირჩიეს სარდიონ მამალაძე, მის მოადგილედ – კ. წოწონავა, მდივნად – გენადი ბებიაშვილი, მოლარედ – იოსებ მესხი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 მარტს „ერთობაში“ დაიბეჭდა, რომ თბილისში ჩამოვიდნენ ქალაქთა კავშირის ტრაპიზონის განყოფილების თავმჯდომარე და საზავო დელეგაციის სამდივნოს წევრი იოსებ გოგოლაშვილი. ისინი ამიერკავკასიის მთავრობის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორს შეხვდნენ და ტრაპიზონში არსებული მდგომარეობის შესახებ ესაუბრნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ევგენი გეგეჭკორს სეიმმა მიანდო მინისტრთა კაბინეტის შედგენა: თავმჯდომარე ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი, მინისტრები: შინაგან საქმეთა – ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი, საგარეო – აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი, მიწათმოქმედების – ნოე გიორგის ძე ხომერიკი, საფინანსო – კარჩიკიანი, განათლება – უსუბ-ბეკოვი, მიმოსვლის – ხ. მელიქ-ასლანოვი, იუსტიციის – ფათალი ხან ხოისკი, სურსათის – ა. ი. ხატისოვი, სავაჭრო-სამრეწველო – მ. გ. გაჯინსკი, საზღვაო – გობეჩია, შრომის – ტერ-გაზარიანი, სახელმწიფო მფარველობის – გაჯინოვი, კონტროლიორი – გაიდაროვი და უპორტფელო – კაჩაზნუნი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 13 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ე. პ. გეგეჭკორს სეიმმა მიანდო მინისტრთა კაბინეტის შედგენა: თავმჯდომარე ევგ. პ. გეგეჭკორი, შინაგან საქმეთა – ნოე ვ. რამიშვილი, საგარეო – აკაკი ი. ჩხენკელი, მიწათმოქმედების – ნოე ხომერიკი, საფინანსო – კარჩიკიანი, განათლების – უსუბეკოვი, მიმოსვლის – მელიქ ასლანოვი, იუსტიციის – ხან-ხოისკი, სურსათის – ა. ი. ხატისოვი, სავაჭრო-სამრეწველო – გაჯინსკი, საზღვაო – გობეჩია, შრომის – ტერ-გაზარიანი, სახელმწიფო მფარველობის – გადჟინოვი, კონტროლიორი – გაიდაროვი და უპორტფელო – კაზაჩ-ნუნი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სახალხო განათლების სამინისტროს პირადი შემადგენლობა: უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე, დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძე, კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე, ვიცე-დირექტორი ალექსანდრე მიქაბერიძე, საქმისმწარმოებლები: კონსტანტინე აბაშიძე, ლავრენტი ჩიმაკაძე და მაქსიმე ბერძნიშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 ოქტომბერს ნოე ჟორდანიამ რევიზორ გ. ხუნდაძეს თბილისში პურის დამზადების შემოწმების საქმის გაგრძელება დაავალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 ოქტომბერს სახელმწიფო დრამის თეატრში სეზონი გაიხსნა შალვა დადიანის პიესით „გუშინდელნი“, სპექტაკლის რეჟისორი იყო მიხეილ ქორელი.