რეგისტრირებული ფაქტები81983
სორტირება თარიღი მზარდობით
1880
ტიპი: თანამდებობა
1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მოლარე იყო ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების საქმისმწარმოებელი იყო კ. დ. ნაცვალიშვილი.
1880
ტიპი: ავტორობა
1880-1881 წლების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თბილისის სკოლისთვის, კანცელარიისა და ბიბლიოთეკის სახლის ქირისთვის, სკოლის თანამშრომელთა ხელფასისთვის და სხვა წვრილმანი საქმეებისთვის სულ დახარჯა 938 მანეთი და 31 კაპიკი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).
1880
ტიპი: ავტორობა
1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლისთვის დაიხარჯა 1000 მანეთი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).
1880
ტიპი: ავტორობა
1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, სტიპენდიებისთვის 443 მანეთი და 34 კაპიკი დაიხარჯა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).
1880
ტიპი: ორგანიზაცია
1880 წელს ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1880
ტიპი: ორგანიზაცია
1880 წელს დიმიტრი ელიზბარის ძე დადიანი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
1880
ტიპი: ორგანიზაცია
1880 წელს ნიკოლოზ იაკობის ძე ნიკოლაძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.