საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85054

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს გენერალური შტაბის პოლკოვნიკი მელქიორე გაბბა კავკასიაში იტალიის სამხედრო მისიის უფროსი იყო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, იტალიის სამხედრო მისიის ხელმძღვანელმა ამიერკავკასიაში პოლკოვნიკმა მელქიორე გაბბამ საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს 27 ნოემბერს გამართული სადილისთვის მადლობის წერილი მისწერა. აღნიშნვდა, რომ მისთვის სასიხარულო იყო ამიერკავკასიის ერთა მომავლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ხელშეკრულების დადება, რის შესახებაც იტალიის მთავრობას აცნობებდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერში ქართულმა საოპერო სტუდიამ ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „აბესალომ და ეთერის“ სწავლა დაიწყო. რეპეტიციები ყოველდღიურად მიმდინარეობდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ალექსანდრე ახმეტელის რეჟისორობით მიმდინარეობდა რეპეტიციები დიმიტრი არაყიშვილის ოპერის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ დადგმისთვის.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს იუსტიციის დეპარტამენტის მმართველმა გიორგი ჟორდანიამ თბილისის ზოგიერთი მომრიგებელი მოსამართლისა და სასამართლოს გამომძიებელთა კამერები დაათვალიერა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს სამაზრო ერობების ყრილობაზე წასული ქალაქისთავი ბენია ჩხიკვიშვილი ქალაქში დილის მატარებლით დაბრუნდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში სახელმწიფო თეატრში ზაქარია ფალიაშვილის ბენეფისი უნდა გამართულიყო და „აბესალომ და ეთერის“ 25-ე დადგმა წარმოედგინათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში ციციანოვის ქუჩაზე მცხოვრებ დარია მგალობლიშვილს მილიციის ფორმაში გამოწყობილმა ოთხმა უცნობმა სახლიდან 51000 მანეთი გამოსძალა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მიწათმოქმედების მინისტრ ნოე გიორგის ძე ხომერიკის განკარგულებით თბილისის საბაღოსნო სკოლების შენობა და მიწა თბილისის კულტურულ-ტექნოლოგიური სასწავლებლის გამგებლობაში გადავიდა.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 3 დეკემბერს კომპოზიტორი ნიკო პაატას ძე სულხანიშვილი გარდაიცვალა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ქალაქისთავმა ბენიამინ ჩხიკვიშვილმა მიიღო ბრიტანეთის უმაღლესი წარმომადგენლის, ოლივერ უორდროპის წერილი, რომელიც ითხოვდა, რომ გადასახლებულები ბათუმში არ გაეგზავნათ, რადგან იქ პურის ნაკლებობა იყო. ქალაქის საბჭო ამ საკითხის განხილვას დაჰპირდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სახალხო სახლში 8 საათზე კონსტანტინე ხახანაშვილის ნათარგმნი სამმოქმედებიანი პიესა „ლაქია“ უნდა წარმოედგინათ, ასევე დაედგათ სპექტაკლი „ჭკუა მიჭრის“.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში განათლების სამინისტრომ მთავრობის წინაშე აღძრა შუამდგომლობა კოტე ყიფიანისთვის პენსიის დანიშვნაზე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში იუსტიციის მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა თბილისის პირველი და მეორე ციხეები დაათვალიერა და იქ არსებული წესრიგით კმაყოფილი დარჩა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს დამფუძნებელი კრების განათლების კომისიამ ნოე ბესარიონის ძე რამიშვილის მონაწილეობით განათლების მინისტრის პროექტი მოიწონა და მუზეუმისთვის ძვირფასი ნივთების შესაძენად მილიონი გადადო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 10 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ საოპერო თეატრის რეპერტუარიდან მოიხსნა.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის დეკემბერში დაიღუპა გაზეთ „საქართველოს რუსპუბლიკის“ თანამშრომელი ა. ქავთარაძე. ის სწრაფად მიმავალ ტრამვაის შეახტა, მაგრამ ვაგონში შესვლა ვერ მოახერხა და ბოძს დაეჯახა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის დეკემბერში პირველად დაიდგა ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში საზავო კონფერენციის უმაღლესი კომისრის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რეიმ საზღვარგარეთ გამგზავრებამდე საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი ინახულა. მათ დიდხანს ისაუბრეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში მოკავშირეთა უმაღლესი კომისრის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ჯეიმს რეიმ საქართველო დატოვა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 14 დეკემბერს დამფუძნებელი კრების უფროსის მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე პროვინციაში მოგზაურობიდან დაბრუნდა და მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ექიმ ვახტანგ ღამბაშიძის თავმჯდომარეობით გამართულ ჭლექთან მებრძოლი საზოგადოების პირველ კრებაზე დაავადებასთან ბრძოლის გზები განიხილეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით ქალაქის საბჭოს სხდომა გაიმართა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ქალაქის საბჭოს სხდომაზე მოხსენებებით გამოვიდნენ კონსტანტინე ფანიევი, პართენ გოთუა, ივანე გომართელი და არჩილ ჯაჯანაშვილი. სხდომაზე ქალაქის მთავარ პრობლემად პურის გაძვირება მიიჩნიეს.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მიქელაიშვილსა და ჯინჭარაძეს ბრალად ედებოდათ ქუთაისელი ვაჭრის, ნარსიასა და მისი შეგირდის გაძარცვა და მკვლელობა.