რეგისტრირებული ფაქტები82260
სორტირება თარიღი მზარდობით
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1885 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში თედო სახოკიას ხშირად მოსდიოდა შელაპარაკება მიხა ცხაკაიასთან ბინის ქირის გადახდის საკითხზე.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1885 წლებში ბინის ქირის გადახდასთან დაკავშირებული შელაპარაკებების შემდეგ თედო სახოკია იძულებული გახდა ბინა დაეტოვებინა და სხვაგან გადასულიყო.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1885 წლებში ვინაიდან მიხა ცხაკაიას ოჯახიდან არავინ ეხმარებოდა მატერიალურად, ბინის ქირაობის მთელ ხარჯს თედო სახოკია ფარავდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1885 წლებში მიხა ცხაკაია სემინარიელებს სხვადასხვა თემას აძლევდა რეფერატების დასაწერად და შემდეგ ფარულ წრეებში წასაკითხად. მათ შორის: „Влияние И. Добролюбова на русскую молодежь“, „Писарев как мыслитель“ და სხვ.
1884
ტიპი: მფლობელობა
1884 წელს გახსნილი ალექსანდრე ჯაბადარისა და ივანოვის კერძო ბიბლიოთეკა, შემდგომში კავშირგაბმულობის სამმართველოს შენობაში მდებარეობდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ალექსანდრე ჟორდანიასთან სარწმუნოებრივ საკითხებზე გასაუბრებამ თედო სახოკიას და მის მეგობრებს ურყევ ჭეშმარიტებათა ხელახლა გააზრებისა და კრიტიკისაკენ უბიძგა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის მოსწავლე ალექსანდრე ჟორდანია ირონიით უყურებდა და აქტიურად აკრიტიკებდა სარწმუნოებრივ საკითხებს.
1884
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1884 წლის აღდგომის დღეს მოწყობილმა ექსკურსიამ განსაკუთრებით დაახლოვა თედო სახოკია სოსო ლაღიაშვილსა და შიო დედაბრიშვილთან.
1884
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1884-1885 წლებში შიო დედაბრიშვილიც და თედო სახოკიაც თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდნენ და საცხოვრებელიც ერთი ჰქონდათ − სემინარიის პანსიონი.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში „ახალი მიმართულების“, სოციალიზმის, მოძღვრების შეთვისებაში თედო სახოკიას განსაკუთრებით დაეხმარა შიო დედაბრიშვილსა და სოსო ლაღიაშვილთან გატარებული დრო.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1885 წლებში სოსო ლაღიაშვილი და შიო დედაბრიშვილი მოძღვრავდნენ თედო სახოკიას, აღუწერდნენ სემინარიის იმდროინდელი ხელმძღვანელობის დამღუპველ გავლენას ახალგაზრდებზე და ახალი პროგრესული იდეებით სავსე ცხოვრებას უსახავდნენ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1885 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში თედო სახოკიას სწავლის პერიოდში, სააღდგომოდ სემინარიის პანსიონში რჩებოდნენ უსახლკარო და უდედმამო მოსწავლეები ან ისინი ვისაც სამგზავრო ფული არ მოეპოვებოდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს შიო დედაბრიშვილი და სოსო ლაღიაშვილი უკვე ნაზიარები იყვნენ თბილისის სასულიერო სემინარიაში გავრცელებულ „ახალ მიმართულებას“ − სოციალისტობას.
1884
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1884 წლის 5 იანვარს ილია ჭავჭავაძემ, ილია ოქრომჭედლიშვილს წერილი გაუგზავნა მოსკოვში და სთხოვა ეცნობებინა, მისაღები იყო თუ არა ქართული თეატრალური დასისთვის მის მიერ გაგზავნილი თანხის განაწილების სქემა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 7 იანვარს პეტრე უმიკაშვილს „ვისრამიანის“ კორექტირებასა და ბეჭდვაზე გაწეული ზედამხედველობისთვის 160 მანეთი გადასცეს.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 10 იანვარს იაკობ გოგებაშვილმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტურების დაარსება საქართველოს ყველა მაზრაში იყო საჭირო.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 10 იანვარს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ჩოლოყაშვილმა ილია ჭავჭავაძეს აცნობა, რომ რუსეთის სამიწათმოქმედო-საკრედიტო დაწესებულებების წარმომადგენელთა V ყრილობაზე მიიწვიეს.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წლის 13 იანვარს კონსტანტინე მიხეილის ძე ბერეკაშვილი თბილისის ფოსტაში ფოსტალიონად მიიღეს.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 18-21 იანვარს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში საადგილმამულო ბანკების წარმომადგენელთა მეხუთე ყრილობის ოთხივე სექციის შეხვედრას დაესწრო.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 18 იანვარს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ვასილ მაჩაბლის ოჯახში დაბინავდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 21 იანვრის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ გრიგოლ არწრუნის თეატრში სათაურით „გლახა ჭრიაშვილი“ ილია ჭავჭავაძის „გლეხთა განთავისუფლების პირველ-დროების სცენებს“ წარმოადგენდნენ, დივერტისმენტად კი – „განდეგილს“.