საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80982

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს „ტფილისის ლისტოკის“ გამომცემელ ხ. გ. ხაჩატუროვს მიუყიდნია თავისი გაზეთი ამხანაგობისთვის, რომელსაც შეადგენენ აზოვოდონის ბანკის უმთავრესი ბუღალტერი ლ. იახნინი, იენჩმენი და ძმები კარლინსკები. ხაჩატუროვიც შედიოდა ამ ამხანაგობაში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ოქტომბერში შრომის კომისარმა დაათვალიერა აბრამოვიჩისა და ამხანაგობის მაკარონის ქარხანა და აღმოაჩინა მცირეწლოვანთა შესახებ მუშაობის კანონის დარღვევა. კომისარმა ქარხნის პატრონს ოქმი შეუდგინა და პასუხისგებაში მისცა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ექიმი მიხეილ არჯევანიძე სოხუმში გაგზავნეს სამკურნალო-სასანიტრო მდგომარეობის აღსაწერად.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

საქართველოს გარეშე საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა საფრანგეთისა და იტალიის სამხედრო მისიათა ხელმძღვანელების მილოცვები მიიღო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე ბესარიონის ძე რამიშვილის განკარგულებით საქართველოდან გააძევეს გრიგორ ჩალხუშიანი. მას საქართველოს საზღვრები 24 საათის განმავლობაში უნდა დაეტოვებინა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში სიმონ ლუკას ძე ავალიანმა სამეურნეო საზოგადოების ბინაში საქართველოს აგრონომიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობა გახსნა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წელს ცნობილი საზოგადო მოღვაწე გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში სტუდენტის დღის აღსანიშნავად გამოიცა ჟურნალი „ქართველი სტუდენტი“. გზათა დეპარტამენტის დირექტორ ბესარიონ ჭიჭინაძეს ჟურნალის მატარებლებში გავრცელების უფლება სთხოვეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში არტისტული საზოგადოების დარბაზში სტუდენტურ დღესთან დაკავშირებით საღამო გაიმართა. მასში მონაწილეობის მისაღებად მთიდან საგანგებოდ ჩამოვიდა პოეტი ბაჩანა რაზიკაშვილი, რომელმაც საკუთარი ლექსები წაიკითხა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 19 იანვარს ჟინვალში მოკლეს ყაჩაღთა მეთაური ვიდო პაპიაშვილი. ამით სრულიად მოისპო ყაჩაღთა ერთი ჯგუფი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში საგანგებო რაზმის უფროსმა მელქისედეკ კედიამ შეიტყო, რომ უცნობი პირები საქართველოდან სავალუტო საქონლის გასაზიდად და ბირჟაზე სავაჭროდ ყალბ მოწმობებს ამზადებდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, განათლების მინისტრის ბრძანებით დაარსდა საქართველოს მუზეუმის შენობის დამამთავრებელი საზოგადოება.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს საქართველოს მუზეუმის შენობის დასამთავრებელი საზოგადოების თავმჯდომარე იყო გიორგი ჟურული, წევრებად აირჩიეს ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ჩუბინაშვილი და სხვ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 29 იანვარს ხოჯევანქის სასაფლაოზე დაკრძალეს ცნობილი საზოგადო მოღვაწე გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონის ძე ჩხეიძემ და მთავრობის თავმჯდომარე ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანიამ ლანქარანში (აზერბაიჯანი) მცხოვრები ქართველებისგან დეპეშა მიიღეს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ უხარიათ სამშობლოს დამოუკიდებლობის აღიარება და საჭიროების შემთხვევაში მზად არიან ქვეყნის დასახმარებლად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში გადაწყდა ცნობილი ამერიკელი ფინანსისტის, ლუი ბრანდესის საქართველოში ჩამოსვლა. მისი ვიზიტი უკავშირდებოდა ამიერკავკასიაში რკინიგზის გაყვანას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბინაში გაიმართა გამგეობის წევრთა საგანგებო კრება, რომელსაც ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძისას მეურვეები დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებაზე გადაწყდა, ოლღა ჭავჭავაძისთვის დახმარება 2 000 მანეთამდე გაეზარდათ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა იტალიის მისიის უფროსის, მელქიორე გაბასგან მიიღო ცნობა იტალიის მთავრობის მიერ საქართველოს მცხოვრებთა საჭიროებისთვის 500 ტონა ფქვილის გამოყოფის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგის ნიკოლოზ გაბრიელის ძე ჭიჭინაძის განკარგულებით ყოველდღიური სომხური გაზეთი „პაჰაკი“ საქართველოს დამოუკიდებლობის საწინააღმდეგო წერილების გამოქვეყნების გამო დაიხურა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ქუთაისში გრიგოლ რობაქიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, ნიკო ლორთქიფანიძისა და კოლაუ ნადირაძის მონაწილეობით გამოიცა ჟურნალ „შვილდოსნის“ პირველი ნომერი. ჟურნალი ღირდა 30 მანეთი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გზათა სამინისტროს ტექნიკური სამმართველოს უფროსი ინჟინერი იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ინჟინერ იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილის თავმჯდომარეობით რკინიგზის სახიზინო სამმართველოს შენობაში გაიმართა თათბირი საუღელტეხილო რკინიგზის თბილისი-კავკავის გზაზე გაყვანის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სამხედრო მინისტრ გრიგოლ სპირიდონის ძე ლორთქიფანიძის განკარგულებით მარსელიდან ჩამოსული 117 ქართველი ყოფილი სამხედრო ტყვის დასახვედრად და თავიანთ მაზრებში გასაგზავნად ბათუმში შტაბ-ოფიცერი გაიგზავნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს სერგო ივანეს ძე ევლახიშვილის მონაწილეობით სახელმწიფო თეატრში დაიდგა ოპერა „სევილიელი დალაქი“.