რეგისტრირებული ფაქტები82877
სორტირება თარიღი მზარდობით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 9 ივნისის „დროებაში“ სტატია „ნანგრევთა შუა ლამპარი“ დაიბეჭდა, რომელიც იონა მეუნარგიას მიუძღვნეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 ივნისს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერა, რომ მოსწავლეები, რომლებმაც სკოლა დაამთავრეს, სწავლის დამადასტურებელ საბუთს ითხოვდნენ. მას უპასუხეს, რომ საქმეთა განსახილველად სხდომები ჯერ არ იმართებოდა, ამიტომ მოწმობათა მიცემის შესახებ პასუხს მოგვიანებით შეატყობინებდნენ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 ივნისს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერა, რომ სკოლის შენობის ქირაობას სიძვირის გამო ვერ ახერხებდა და ისევ ძველ შენობაში, სადგურში, განაგრძობდა სწავლებას.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 ივნისის „დროების“ ცნობით, ქუთაისში, ივანე ნიკოლაძის მემკვიდრეთა მაღაზიაში, ყველაფერი იაფად იყიდებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 ივნისის „დროების“ ცნობით, ვ. დერინგის წარმოდგენა 14 ივნისისთვის გადაიდო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 ივნისის „დროებაში“ ივანე როსტომაშვილის მიერ გახსნილი თელავის საქალებო სკოლის შემოსავლის ანგარიში დაიბეჭდა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 11 ივნისის „დროების“ ცნობით, ა. ტერ-აკოფოვი თელავის საქალებო სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 ივნისის „დროების“ ცნობით, მონასტირცევი თელავის საქალებო სასწავლებელში მუშაობდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 ივნისის „დროების“ ცნობით, ივანე როსტომაშვილმა თელავში საქალებო სკოლა გახსნა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 ივნისის „დროების“ ცნობით, თბილისში მცხოვრებ სომხურ საზოგადოებას გრიგოლ არწრუნის გაზეთ „მშაკის“ გამოცემის აღდგენა სურდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 ივნისს თბილისის მომრიგებელ სამსაჯულოში გ. ყარანგოზიშვილის და ქრისტეფორე თაიროვის საქმე განიხილეს. მომრიგებელმა მოსამართლემ გ. ყარანგოზიშვილი გაამართლა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 11 ივნისის „დროების“ ცნობით, მ. ციცქიშვილი თელავის საქალებო სკოლის სამკითხველოს თანამშრომელი იყო.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 11 ივნისის „დროების“ ცნობით, მაქსიმ ქვლივიძე თელავის მოსახლეობისგან საქალებო სკოლის სასარგებლოდ თანხას აგროვებდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 ივნისის „დროების“ ცნობით, ბოლტჰაუზერმა ქუთაისში ჯაგრისების მწარმოებელი ქარხანა გახსნა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 12 ივნისის „დროების“ ცნობით, ივანე როსტომაშვილმა თელავში გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობა დააარსა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 12 ივნისის „დროებაში“ ივანე როსტომაშვილი წერდა, რომ მახვილაძე მას თელავის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის თანხის მითვისებაში სდებდა ბრალს.
1885
ტიპი: ორგანიზაცია
1885 წლის 12 ივნისის „დროების“ ცნობით, მახვილაძე თელავის გამსესხებელ-შემნახველთა საზოგადოების წევრი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 12 ივნისის „დროების“ ცნობით, სენაკში კინწურაშვილის სახლის ქვევრში ყირიმის ომიანობის დროინდელი სვირული ღვინო იპოვეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 12 ივნისის „დროების“ ცნობით, გ. ივანოვი პეტერბურგიდან კასპიისა და შავი ზღვის ნავსადგურების შესამოწმებლად გამოემგზავრა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 12 ივნისის „დროების“ ცნობით, სენაკში კინწურაშვილის სახლის ქვევრში ყირიმის ომიანობისდროინდელი სვირული ღვინო იპოვეს.