საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82885

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 13 ივნისის „დროების“ ცნობით, არტემ გალუსტოვის 4 წლის შვილი დაიკარგა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 13 ივნისის „დროებაში“ დაიბეჭდა არსენ წითლიძის სამადლობელი წერილი, რომლითაც მ. ბოტელმანსა და გ. მეგრელიშვილს სკოლის შემწეობისთვის მადლობას უხდიდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 13 ივნისის „დროებაში“ რაჟდენ ჩიკვაიძის სტატია „ხმა ქუთაისიდან“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 13 ივნისის „დროებაში“ დიმიტრი ჯანაშვილის სტატია „ეტიუდი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 14 ივნისს არტემ გალუსტოვის გოგონა მკვდარი იპოვეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 15 ივნისის „დროებაში“ დიმიტრი ჯანაშვილის სტატია „ეტიუდის“ მეორე ნაწილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 15 ივნისის „დროების“ ცნობით, გაზეთ „კავკაზში" დაიბეჭდა სამწუხარო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გაბრიელ ეპისკოპოსი მთავრობას მისი იმერეთის ეპარქიის გამგებლობისგან გათავისუფლებას და რუსეთის საეპარქიო კათედრაზე გადაყვანას სთხოვდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 16 ივნისის „დროებაში“ დიმიტრი ჯანაშვილის სტატია „ეტიუდის“ მესამე ნაწილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 16 ივნისის „დროების“ ცნობით, სოფელ ძვილეთში მიწის ნაკვეთის გამო ბეგანა ტატიშვილმა და მისმა ძმამ ერთმანეთი სასიკვდილოდ დაჭრეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 16 ივნისს ჟურულის თაოსნობით ახალქალაქის სკოლის სასარგებლოდ საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.

1885

ტიპი: გარდაცვალება

1885 წლის 16 ივნისს ზომლეთის მცხოვრებმა დანიელ ცინცაბაძემ დამბაჩით თავი მოიკლა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 18 ივნისის „დროებაში“ დიმიტრი ჯანაშვილის სტატია „ეტიუდის“ მეოთხე ნაწილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: განათლება

1885 წლის 18 ივნისის „დროების“ ცნობით, თბილისის პირველი გიმნაზიის მოსწავლე კონსტანტინე დავითაშვილმა სწავლა ოქროს მედალზე დაასრულა

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 18 ივნისის „დროების“ ცნობით, დავით ჯავახოვი მშენებელი იყო.

1885

ტიპი: ნასამართლეობა

1885 წლის 18 ივნისის „დროების“ ცნობით, გალუსტოვისას მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯავახოვი დააპატიმრეს.

1885

ტიპი: განათლება

1885 წლის 19 ივნისის „დროებაში“ დაიბეჭდა დიმიტრი ჯანაშვილის სტატიის „ეტიუდის“ დასასრული.

1885

ტიპი: გარდაცვალება

1885 წლის 19 ივნისის „დროების“ ცნობით, გრიგოლ ივანეს ძე მაისურაძე გარდაიცვალა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 19 ივნისის „დროების“ ცნობით, გრიგოლ ივანეს ძე მაისურაძე ხატვის მასწავლებელი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 19 ივნისის „დროების“ ცნობით, ს. ვეზირიშვილი თელავის მომრიგებელ შუამავალი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 29 ივნისს გიგო იოსების ძე ავალიშვილის მოსახსენებელი წირვა გაიმართა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 20 ივნისის „დროების“ ცნობით, ლევან ჯანდიერი თიანეთის მაზრის უფროსი იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 22 ივნისის „დროებაში“ ლეონტი ჯაშის სტატია „საჭილავო“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 22 ივნისის „დროებაში“ იოსებ ცისკარიშვილის სტატია „ველისციხე“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 22 ივნისს ნიკოლოზ შიშნიაშვილი დაკრძალეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 22 ივნისის „დროების“ ცნობით, ბესარიონ ბეჟანის ძე სარჩიმელიას ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 245 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.