რეგისტრირებული ფაქტები82889
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, ნიკო მარისთვის გაეგზავნათ პეტრე ჭარაიას ქართულ-მეგრული ლექსიკონი და მის შესახებ აზრის გამოთქმა ეთხოვათ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ბაქოს სატუსაღოს პატიმრების თხოვნა მათთვის აკაკი წერეთლის ლექსების გაგზავნის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით ათ გამოცემას გაუგზავნიდნენ.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს სამსონ ფირცხალავას განცხადება მარიამ დემურიას გარდაცვალების შესახებ.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 21 იანვარს ეკატერინე რევაზის ასული თარხნიშვილი- გაბაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის საპატიო წევრად აირჩიეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, ეკატერინე გაბაშვილის 40 წლის იუბილეს მოსაწყობად დაარსებულიყო წრე, რომელშიც იქნებოდა გამგეობის ერთ-ერთი წარმომადგენელი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისას მოხსენება თბილისის პირველი ბიბლიოთეკის შესახებ, რომელიც დროებით დაკეტილი იყო.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 20 მარტს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას მოხსენება ძმებ ზუბალაშვილების თანხიდან იაკობ გოგებაშვილისთვის ათასი მანეთის მიცემის შესახებ. ეს თანხა უნდა შევსებულიყო იმ ფულით, რომელსაც საზოგადოება საეპარქიო საბჭოსგან მიიღებდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დააკმაყოფილა ხარლამპ პეტრეს ძე ღლონტის თხოვნა ნოვოროსიის ღარიბი ქართველებისთვის წიგნების უფასოდ გადაცემის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ოლღა მირზაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თონეთის სკოლის მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს მარიამ დემურიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ნაძალადევის ბიბლიოთეკისთვის ი. ბუტიკაშვილისა და ალექსანდრე ბაქრაძის ბიბლიოთეკიდან რამდენიმე წიგნის გადაცემა სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს მარიამ დემურიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ნაძალადევის ბიბლიოთეკისთვის ყოველთვიურად 25 მანეთის გადაცემა სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 26-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 26-ე სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი და დავით კარიჭაშვილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს მიხეილ კავსაძემ და ილია კარგარეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებისგან გურული სიმღერების ასლის გადასაღებად ნებართვა ითხოვეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 24 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგიწმინდის მოსახლეობის თხოვნა სოფელში სკოლის გახსნის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 24 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საგარეჯოს მოსახლეობის თხოვნა სოფელში სკოლის გახსნის შესახებ.