საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90388

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 6 დეკემბრის დილას, რუსეთის იმპერატორის სახელობის დღეს, თბილისში საქართველოს მთავარმართებელ გრიგოლ ვლადიმერის ძე როზენთან ამ დღის აღსანიშნად შეკრებილი სამხედრო და სამოქალაქო საზოგადოება სიონის საკათედრო ტაძრისკენ გაეშურა საღმრთო ლიტურგიაზე დასასწრებად.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 6 დეკემბერს, რუსეთის იმპერატორის სახელობის დღეს, თბილისში სიონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა საქართველოს ეგზარქოსმა, ქართლ-კახეთის მიტროპოლიტმა იონამ.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 6 დეკემბერს რუსეთის იმპერატორის სახელობის დღის აღსანიშნავად საქართველოს მთავარმართებლის, როზენის სახლში გაიმართა მეჯლისი, რომელსაც ოთხასამდე პირი დაესწრო. მეჯლისი ღამის სამ საათზე დამთავრებულა.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 6 დეკემბერს რუსეთის იმპერატორის სახელობის დღის აღსანიშნავად გაიმართა მეჯლისი, რომელიც პირველი იყო იმ ზამთარს. მეჯლისზე საგანგებოდ რუსეთიდან ჩამოვიდა საქართველოს მთავარმართებლის, გრიგოლ ვლადიმერის ძე როზენის მეუღლე, ელიზავეტა დიმიტრის ასული როზენი.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 10 დეკემბერს გამოვიდა „ტიფლისსკიე ვედომოსტის“ საგანგებო დამატება N26, რომელიც მიეძღვნა 6 დეკემბერს თბილისში საქართველოს მთავარმართებლის, როზენის, სახლში რუსეთის იმპერატორის სახელობის დღის აღსანიშნავად გამართულ მეჯლისს.

1831

ტიპი: გარდაცვალება

1831 წლის 20 დეკემბერს ლახეთის წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელ­ი სვიმონ ბეშიძე გარდაიცვალა.

1832

ტიპი: ღონისძიება

ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანი 1832 წლის შეთქმულების ინიციატორი იყო.

1832

ტიპი: ღონისძიება

1832 წელს სოლომონ ივანეს ძე დოდაშვილი რუსეთის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის ვიატკაში გადაასახლეს.

1832

ტიპი: თანამდებობა

1832 წელს სვიმონ მიქიაშვილი მო­ტყი­ა­რის წმ. გი­ორ­გის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1832

ტიპი: პირადი ინფორმაცია

დავით ბარძიმის ძე მაჩაბელი 1832 წლის აჯანყების მონაწილე იყო.

1832

ტიპი: ორგანიზაცია

1832 წელს ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანი ფარული საზოგადოების წევრი იყო.

1832

ტიპი: ორგანიზაცია

1832 წელს მღვდელი სოფრომ მესხიევი ფარული საზოგადოების წევრი იყო.

1832

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1832 წელს სოფელ შხეფში დაიბადა თედო სახოკიას მამა, ტიმოთე მარკოზის ძე სახოკია.

1832

ტიპი: გარდაცვალება

1832 წლის 28 იანვარს მო­ტყი­ა­რის წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელ­ი სვიმონ მიქიაშვილი გარდაიცვალა.

1832

ტიპი: ღონისძიება

1832 წლის 12 მარტს გენერალ-ადიუტანტმა გრიგოლ ვლადიმერის ძე როზენმა სამხედრო ექსპედიცია მოაწყო ჩეჩნეთსა და დაღესტანში.

1832

ტიპი: თანამდებობა

1832 წლის 12 მარტს სარატოვის ეპისკოპოსი მოსე დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსად.

1832

ტიპი: თანამდებობა

1832 წლის 12 მარტს მიტროპოლიტი იონა გადააყენეს ქართული ეკლესიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან.

1832

ტიპი: გარდაცვალება

1832 წლის 30 მაისს ქვაყუდის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი გიორგი შანიძე გარდაიცვალა.

1832

ტიპი: გარდაცვალება

1832 წლის 6 ივნისს შხი­ვა­ნის მა­ცხოვ­რის ეკლესიის მღვდელი მარკოზ სუთიძე გარდაიცვალა.

1833

ტიპი: გარდაცვალება

1833 წელს სოფ. გამოჩინებულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სვიმონ შანიძე გარდაიცვალა.

1833

ტიპი: თანამდებობა

1833 წელს სვიმონ შანიძე სოფ. გამოჩინებულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1833

ტიპი: თანამდებობა

1833 წელს გიორგი მამუკას ძე კობახიძე თლუ­ღის წმ. გი­ორ­გის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1833

ტიპი: თანამდებობა

1833 წელს გრიგოლ (გიორგი) მაისურაძე ქვე­დის ღვთის­მშობ­ლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1833

ტიპი: თანამდებობა

1833 წელს მღვდელ მონაზონი იოანე ბა­ჯის (ქვედა) წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელი იყო.