საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91171

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზურაბა ქეშიკაშვილი იყო ფშაველი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზურაბ ქეშიკაშვილი თბილისის ფოსტის ძარცვის საქმის მოწმე იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ ტირძნისის სკოლის მოსწავლეებს სასწავლებლად ყველა საჭირო ნივთი ჰქონდათ, რაც სულხანოვის ძალისხმევით იყო მოძიებული.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გორის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღვარმა სულხანოვმა სოფელ ტირძნისის სკოლას ფიცრის სადგომი დაუთმო. ზაფხულში კი სკოლისთვის ქვითკირის შენობის აშენებას გეგმავდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლიციის ზედახმედველმა ყორღანოვმა გაბო ჭიჭინაძე დააპატიმრა ყალბი სასწორისა და გირვანქიანების გამოყენების ბრალდებით.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლიციის ზედამხედველმა ყორღანოვმა კუკიის ხიდზე მირზოევის სახლებში აღმოაჩინა გაბო ჭიჭინაძის ქალაქისაგან ბეჭედდაუსმელი სასწორი და გირვანქიანები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 15 მაისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ინგლის-ირლანდიის ურთიერთობის გარშემო“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში სტეფანე ივანეს ძე ბეთანოვს დავალიანება ჰქონდა 3794 მანეთი და 3 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ეკატერინა დიმიტრის ასულ გოგსაძეს დავალიანება ჰქონდა 4908 მანეთი და 66 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისს ქართულ თეატრში „ჰამლეტს“ წარმოადგენდნენ ჩარსკის მონაწილეობით.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ნინო იაგორის ასულ ყიფიანს დავალიანება ჰქონდა 12 361 მანეთი და 52 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ ივანეს ძე ტერ-შმოვანოვის დავალიანება თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში შეადგენდა 8225 მანეთსა და 21 კაპიკს.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ ივანეს ძე ტერ-შმოვანოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისში მოღნინისა და ბებუთოვის ქუჩის N 21-ში მდებარე ორსართულაინი კეთილმოწყობილი ქვითკირის სახლი ფლიგელით და 87 საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბაგრატ მიხეილის ძე წერეთელს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და მაზრაში, სოფელ ზემო ხოდაშენში მდებარე საძოვარი ადგილები, ტყე 1020 დესეტინა და 1920 საჟენი მიწით, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ გრიგოლის ძე თარხან-მოურავს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და მაზრაში, სოფელ ლისში მდებარე სახნავი, საძოვარი, საბოსტნე ადგილები, 233 დესეტინა და 956 საჟენი სათიბი, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მერაბ იოსების ძე გედევანოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის მაზრის სოფელ მუხათგვერდში მდებარე სახნავ-სათიბი, საძოვარი ადგილები, 60 დესეტინა და 110 საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სტეფანე ნიკიტას ძე ტერ-აბრამოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ავლაბარში კახეთის ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფით, რომელსაც 103, 3/10 კვადრატული საჟენი მიწა ეკავა და ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მარტიროს, არუთინა, მიხაილ ისაიას ძე შახმურადოვებს, მარიამ ვასილის ასულ, ბარბარე და მარიამ ნიკიტას ასულ შახმურადოვებს, ელისაბედ ნიკიტას ასულ ხეროდინოვისას დავალიანება ჰქონდათ 71089 მანეთი და 86 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში იასე ნოშრევანის ძე ჭავჭავაძეს დავალიანება ჰქონდა 6641 მანეთი და 9 კაპიკი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ელისაბედ ივანეს ასულ, გიორგი სოლომონის ძე, მარიამ და მელანია სოლომონის ასულ რუსიევებსა და ნატალია სოლომონის ასულ სუკაჩევისას თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ თბილისის გუბერნიასა და თელავის მაზრაში, სოფელ კუდღელაურში მდებარე სახნავი, საძოვარი, სავენახო ადგილები, 35 დესეტინა და 75 კვადრატული საჟენი ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ელისაბედ ივანეს ასულ, გიორგი სოლომონის ძე, მარიამ და მელანია სოლომონის ასულ რუსიევებსა და ნატალია სოლომონის ასულ სუკაჩევისას დავალიანება ჰქონდათ 2050 მანეთი და 34 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში კონა (იაკობ) მირიმანოზის ძე ერისთავსა და ალექსანდრე ივანეს ძე ერისთავს დავალიანება ჰქონდათ 1050 მანეთი და 62 კაპიკი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კონა (იაკობ) მირიმანოზის ძე ერისთავსა და ალექსანდრე ივანეს ძე ერისთავს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ თბილისის გუბერნიასა და გორის მაზრაში, სოფელ უფლისციხეში მდებარე 119 დესეტინა და 946 კვადრატულის საჟენი სახნავი, საძოვარი ადგილები, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ერასტი ზაალის ძე ჩოლოყაევს დავალიანება ჰქონდა 80 842 მანეთი და 45 კაპიკი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ერასტი ზაალის ძე ჩოლოყაშვილს (ჩოლოყაევს) თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და სიღნაღის მაზრაში, ჭიაურის მახლობლად მდებარე სახნავი, საძოვარი ადგილები, 3561 დესეტინა და 2000 ოთხკუთხი საჟენი ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.