საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91180

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 მაისს თბილისში არტილერიის ქუჩაზე მდებარე ძმები სტეფანოვების მაღაზია გაძარცვეს, გაიტანეს ავეჯი და 150 მანეთი. საქმეს პოლიციის 1-ელ განყოფილებაში იძიებდნენ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დ. პ. ფურცელაძე არქეოლოგი იყო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ვახტანგის ძე ბარათაშვილის მამულში ქვანახშირი აღმოაჩინეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის ფელეტონი „ქალის მშვენიერების იდეალი“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე იაგორის ძე ფითოევი ივნისში ქუთაისში რამდენიმე წარმოდგენის გამართვას გეგმავდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მალაქია ორმანიანი ოსმალეთიდან თბილისში ჩამოვიდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პავლე ჩუდეცკი დეკანოზი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პავლე ჩუდეცკი თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძე ვიცეგუბერნატორი იყო.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძე თავადი იყო.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ლაღიაშვილი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ლაღიაშვილი 18 წლის იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე იაგორის ძე ფითოევი რუსული თეატრის ანტერპრენიორი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მალაქია ორმანიანი შესანიშნავი მქადაგებელი იყო. ვანქის ეკლესიაში მის ქადაგებას ბევრი ადამიანი დაესწრო, მათ შორის სომხების მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები მრავლად იყვნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მალაქია ორმანიანი ქალაქ ეჩმიაძინში მიემგზავრებოდა, რათა არზრუმის ეპისკოპოსად ეკურთხათ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დ. პ. ფურცელაძეს არქეოლოგიური კვლევები დაგეგმილი ჰქონდა სიღნაღის მაზრის სოფელ ჭერამში და თელავის მაზრაში – გრემსა და ნეკრესში.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არქეოლოგ დ. პ. ფურცელაძეს კახეთში აღმოჩენილი ძველი ნივთები შესამოწმებლად უნდა გადაეცა პეტერბურგის საიმპერატორო არქეოლოგიური კომისიისთვის, რომელიც მუზეუმებში შეინახავდა მათ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტერბურგის საიმპერატორო არქეოლოგიურმა კომისიამ დ. პ. ფურცელაძეს ძველი სასაფლაოებისა და კახეთის ქალაქების გამოკვლევა დაავალა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 26 მაისს“, რომელიც მწერლის ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლემიკა დიმიტრი ყიფიანთან თბილისის საადგილმამულო ბანკის გამო“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 მაისს მთავარმართებლის განკარგულებით მდივნად დანიშნეს წერეთელი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ახლად გადმოკეთებული რუსულ-ქართული ლექსიკონის ავტორი იყო დავით იესეს ძე ჩუბინოვი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, წიგნის „ვახუშტის საქართველოს ისტორიის“ პირველი ნაწილი შეადგინა და ქვაზე დახატა ნ. ი. წილოსანმა, ხოლო ასოები გამოჭრა გრიგოლ პავლეს ძე ტატიშვილმა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძემ წიგნი „ვახუშტის საქართველოს ისტორია“ შეავსო განმარტებებით, ახალი არქეოლოგიური და ისტორიული ცნობებით. წიგნის შენიშვნებში მსოფლიო ისტორიული ცნობების გარდა მოტანილი იყო უცხო ტომების გავლენა საქართველოზე, ცნობები სხვადასხვა ქრონიკებიდან თუ წარწერებიდან.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, „ვახუშტის საქართველოს ისტორია“ თბილისში, ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვის ცენტრალურ წიგნის მაღაზიაში და ქუთაისში – ვ. ჭილაძესთან იყიდებოდა. წიგნის ფასი სამი მანეთი იყო.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს კონსტანტინე დიმიტრის ძე თარხან-მოურავი იყო თავადი.