რეგისტრირებული ფაქტები81839
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 14 ოქტომბერს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი უმორჩილესი თხოვნით მიმართავს გამგეობას – გაათავისუფლონ როგორც მმართველობის წევრობიდან, ისე ხაზინადრობიდან, რადგან მოუცლელობის გამო მას აღარ ძალუძს დაკისრებულ მოვალეობათა შესრულება.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ოქტომბერს მოსკოვის ბუნებისმეტყველების, ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მოყვარულთა საზოგადოების კრების წევრებმა გადაწყვიტეს კავკასიაში განათლების მზრუნველ კირილე პეტრეს ძე იანოვსკისთვის საპატიო წოდება მიენიჭებინათ გაწეული შრომისთვის.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ოქტომბრიდან სომხური თეატრის დასი თბილისში წარმოდგენების გამართვას დაიწყებდა. მოწვეული არტისტებიდან მხოლოდ ადამიანი იმყოფებოდა თბილისში და სხვა მსახიობების ჩამოსვლას ელოდებოდნენ.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტარიცკი განჯის გიმნაზიის დირექტორი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პ. პ. კულბერგს პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პ. პ. კულბერგი რუსეთ-ავღანეთის საზღვრის გამმიჯვნელი კომისიის თავმჯდომარე იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლკოვნიკი პ. პ. კულბერგი თბილისში დაბრუნდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. ნ. ხუციევს ქუთაისის პეტრე-პავლეს ეკლესიაში წირვის დროს ხანჯლით თავს დაესხნენ. დამნაშავე დააკავეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. ნ. ხუციევი მღვდელი იყო. იგი ქუთაისში პეტრე-პავლეს ტაძარში მსახურობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჟიულ მურიეს მთავრობამ ნება დართო თავისი რედაქტორობით თბილისში დაებეჭდა რუსულ-ფრანგული ჟურნალი სახელწოდებით „კავკასიის ვაჭრობისა და მრწეველობის მიმოხილვა - Revue commercial et industrielle du Caucase”.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, საბლინ-დოლსკის ბენეფისზე თაყვანისმცემლებმა საჩუქრები და ყვავილები მიართვეს. თეატრიდან სახლამდე გზა ყვავილებით მოურთეს და პატივისცემის ნიშნად სახლში დიდი ვახშამი გაუმართეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, საბლინ-დოლსკის ბენეფისი გაიმართა.