რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება თარიღი მზარდობით
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში სტუდენტთა მიერ მოწყობილ არეულობაში მონაწილეობის გამო დუტუ მეგრელს მეტად ცხარე შელაპარაკება მოუვიდა დედასთან. აღელვების შედეგად დიმიტრის სისხლით ხველება დაეწყო და ექიმის რჩევით ის და დედამისი საქართველოში დაბრუნდნენ.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დუტუ მეგრელმა და სხვა ქართველმა სტუდენტებმა წაიკითხეს ლავროვის „ისტორიული წერილები“.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს ტოლათსოფელში ყოფნის დროს ვაჟა-ფშაველა სუფრაზე ფშაურ სიმღერებს შემოსძახებდა ხოლმე და იქ დამსწრე ხალხი აღტაცებაში მოჰყავდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს სიმონ ქვარიანმა პირველმა აღმოაჩინა კავკასიაში ვაზის გამანადგურებელი ფილოქსერა.
1887
ტიპი: თანამდებობა
1887 წელს თედო კიკვაძის რედაქტორობით ფარულად გამოდიოდა მეტად კონსპირაციული ხელნაწერი ჟურნალი „ლამპარი“.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში თედო კიკვაძის სწავლის პერიოდში ახალგაზრდების მცირე ჯგუფი მისი რედაქტორობით ფარულად უშვებდა ხელნაწერ ჟურნალს „ლამპარი“. ამ ახალგაზრდებს შორის იყვნენ ფილიპე მახარაძე და ნოე ჟორდანია.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს ფილოქსერით განადგურებული ვენახების აღდგენის მეთოდმა, რომელიც სიმონ ქვარიანის შემუშავებული იყო, დიდი სარგებელი მოუტანა სავენახე რაიონებს.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს სიმონ ქვარიანმა პირველმა შემოიღო ფილოქსერით განადგურებული ვენახების ამერიკულ ვაზებზე დამყნობით აღდგენის მეთოდი.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში დუტუ მეგრელის სწავლის პერიოდში ალექსანდრე მეორის მკვლელობის შემდეგ გამეფებულმა დაუმორჩილებლობამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია.
1887
ტიპი: გარდაცვალება
1887 წელს საქართველოში ჩამოსვენებული დიმიტრი ყიფიანის კუბო პროტესტის ნიშნად მთავარმართებლის სასახლის წინ ჩაატარეს და შემდეგ მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.
1887
ტიპი: თანამდებობა
1887 წელს გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილს დეკანოზის ხარისხი მიანიჭეს და საეპარქიო ქვრივ-ობოლთა სამზრუნველოს თავმჯდომარედ აირჩიეს, იგივე თანამდებობა ჰქონდა საეპარქიო სანთლის ქარხნის მომწყობ კომიტეტში.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს დიმიტრი ყიფიანის მკვლელობის შემდეგ ეგზარქოსი პავლე მეფის ხელისუფლებამ ყაზანში გადაიყვანა.

