საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81459

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 თებერვალს გაიმართა კრება შავი ზღვის მიდამოებში მოსახლეობის დასახლების შესახებ. კრებაზე სიტყვით გამოვიდა ა. ს. ერმოლოვი, რომელმაც განაცხადა, რომ ამ საკითხში მნიშვნელვანი იყო ეკონომიკური მხარე და ყაზახების დასახლება სამეურნეო სამუშაოების გასამართად არ იქნებოდა მომგებიანი.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 17 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გარდაიცვალა ანნა იოსების ასული ბუდაღოვისა, რომელიც 40 წლის განმავლობაში ბებიაქალი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ნიკოლოზ მარმა, პეტერბურგის უნივერსიტეტში აღმოსავლეთ ენების ფაკულტეტის სტუდენტმა, უნივერსიტეტის საბჭოს წარუდგინა თხზულება, რომელსაც ვერცხლის მედალი მიაკუთვნეს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 17 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის მიერ თარგმნილი ვიტტორიო ბერსეციოს მოთხრობის „დიაბოლინა“ დასასრული.

1888

ტიპი: ნასამართლეობა

1888 წლის 17 თებერვალს თბილისის ოლქის სასამართლომ განიხილა „ცენტრალ სასტუმროს“ გადაწვის საქმე. ბრალდებულები იყვნენ ლევან ორახელაშვილი და მისი მეუღლე ანნა ალავიძე. საქმის განხილვის დროს გაირკვა, რომ ინციდენტის დღეს ორახელაშვილმა სასტუმროს დარაჯი გაგზავნა თავის მეუღლის მოსაყვანად, თავად კი ამ დროს დარაჯის ოთახში შევიდა და ცეცხლი გააჩინა, რომ არა იქვე მცხოვრები პირი სასტუმროც და მასში მყოფი ადამიანებიც ერთიანად დაიწვებოდნენ. სასამართლომ ორახელაშვილი დამნაშავედ სცნო და ციმბირში გადასახლება მიუსაჯა, ხოლო მისი მეუღლე გაამართლა.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 17 თებერვლის კრებაზე, რომელიც  შავიზღვისპირეთის მიდამოებში მოქალაქეების დასახლებას ეხებოდა თავისი მოსაზრება გამოთქვა იურიევიჩმა. მისი აზრით, ყაზახების ცხოვრების წეს-წყობილება, ჩვეულება და უნარი არ შეესაბამებოდა ასეთ საკულტურო საქმეს. ამიტომ შავი-ზღვის მიდამოებში უნდა მოეწვიათ ქართლელები, იმერლები და მეგრელები იმ ადგილებიდან, სადაც კარგად იცოდნენ ვენახის მოვლა, ხოლო ბერძნები იმ ადგილებიდან - სადაც თამბაქოს მოყვანა იყო გავრცელებული. იურიევიჩს დაეთანხმა ეროპკინი და დაურთო, რომ ამ საქმისთვის რუსების მოწვევაც კარგი ვარიანტი იქნებოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 თებერვალს გ. შარაშიძის ცნობით, დათია ბაღიშვილი თავის ძმისწულ სტეფანე ბაღიშვილთან და ივანიკა საბაშვილთან ერთად  ცოფიანმა მგელმა დაკბინა. გლეხებს ოზურგეთის მოსახლეობამ თანხა შეუგროვა და 24 თებერვალს ოდესაში გაგზავნა სამკურნალოდ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 თებერვალს შედგა ქართლ-კახეთის სამღვდელოების კრება, რომლის თავმჯდომარე იყო მღვდელი ნიკოლოზ ხუციშვილი, საქმის მწარმოებლი მიხეილ ხელაშვილი და ლევანცოვი. კრებაზე განიხილეს ეგზარქოს პალლადის მიერ შედგენილი 11 პუნქტიანი გეგმა სამღვდელოების საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ. კრებაზე სიტყვით გამოვიდა მღვდელი პოლიევქტოს კარბელაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ გეგმის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით მრევლთა წასაქეზებლად მონაწილეობა მიეღოთ საეკლესიო კითხვა-გალობაში აუცილებელი იყო თავად სასულიერო პირებს მოეწვიათ ეკლესიაში ობოლნი რომელთაც სწავლის საშუალება არ ჰქონდათ და მათგან შეეკრათ კითხვა-გალობის გუნდი. ასევე, კარგი იქნებოდა თბილისის სემინარიაში აღედგინათ ძველი ჩვეულება, როცა სემინარიის მოსწავლეები უქმე დღეს ქართულად კითხულობდნენ და გალობდნენ სემინარიის ზემოთ მდებარე სული წმინდის სახელობის ეკლესიაში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „ნორ-დარის“ ცნობით თბილისში მალე დაიბეჭდებოდა სომხური ჟურნალი „მიტკი“ – „ფიქრი“, რომლის გამომცემელი არშაკ ბაბიანი იყო.

1888

ტიპი: ნასამართლეობა

1888 წლის 18 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ, გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, მაისში გაიმართებოდა თბილისის ობოლთა სასამართლოს თავმჯდომარე შანშიევის საქმის განხილვა. მას ობლების ფულის გაფლანგვა ედებოდა ბრალად.

1888

ტიპი: ნასამართლეობა

1888 წლის 18 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „კავკაზის“ ცნობით მაისში გაიმართებოდა მიხეილ ერისთავის საქმის განხილვა, რომელსაც ბრალდებოდა უფლებამოსილების გადაჭარბება და სხვა დანაშაულები.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 18 თებერვალს აზანაურ იაგორ ქალანთაროვის სახლის გატეხვისა და გაძარცვის გამო დააკავეს კონსტანტინე კახნიძე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 თებერვალს კონსტანტინე კახნიძემ აზანაურ იაგორ ქალანთაროვის სახლიდან მოიპარა 400 მანეთის სხვადასხვა ნივთი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 20 თებერვალს დანიშნული იყო მარიამ საფაროვა-აბაშიძის ბენეფისი სპექტაკლში „ორი ობოლი“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 19 თებერვალს გაიმართებოდა სპექტაკლი „ბნელ ოთახში“ ერთმოქმედებად, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: მარიამ საფაროვა-აბაშიძისა, ლეონიძისა, ელისაბე ჩერქეზიშვილისა, მ. ზავადსკი, ვასილ აბაშიძე, კ. მაქსიმიძე და სხვანი.

1888

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1888 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ლევან ლუარსაბის ძე თარხან-მოურავის შვილი იყო არჩილ ლევანის ძე თარხან-მოურავი.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ლევან ლუარსაბის ძე და არჩილ ლევანის ძე თარხან-მოურავნი აუწყებენ ნათესავებსა და ნაცნობებს პირველის მეუღლისა და მეორის დედის ქეთევან ივანეს ასული თარხან-მოურავის გარდაცვალებას.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით უნდა გაეყიდათ ამილბარ მაღალაშვილის მამული, რომელიც მდებარეობდა გორში და აღებული თანხით გაესტუმრებინათ მაღალაშვილის ვალები. ეს მამული მიხეილ თარხნიშვილის მზრუნველობაში იყო და აუქციონის დროს ეკატერინე ყალამქაროვისამ მოიწვია ყველა გლეხი, რომ მამული გლეხებს შეესყიდათ და არა სხვა პირს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 19 თებერვალს ეკატერინე ხმალაძის სახლში შეიჭრნენ სპარსეთის ქვეშევრდომები, რომლებიც პოლიციამ ადგილზე დააკავა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 19 თებერვალს მ. ზავადსკის მონაწილეობით უნდა წარმოედგინათ ზურან ანტონოვის სამმოქმედებიანი კომედია „მზის დაბნელება საქართველოში“.

1888

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1888 წლის 20 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ლევან ორახელაშვილის მეუღლე იყო ანნა ალავიძე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 23 თებერვალს დაინიშნა მარიამ საფაროვა-აბაშიძის ბენეფისი, წარმოდგენილი იქნებოდა დრამა „ორი ობოლი“ კონსტანტინე ყიფიანის მონაწილეობით.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ალექსანდრე როინაშვილმა გადაწყვიტა თბილისში დასახლებულიყო და გაეხსნა თავისი მუზეუმი.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ლევან ლუარსაბის ძე და არჩილ ლევანის ძე თარხან-მოურავნი აუწყებენ ნათესავებსა და ნაცნობებს, რომ ქეთევან ივანეს ასულ თარხან-მოურავს დაკრძალავდნენ 1888 წლის 20 თებერვალს სოფელ ერთაწმინდის ეკლესიაში.

1888

ტიპი: გარდაცვალება

 1888 წლის 21 თებერვალს სიღნაღის მცხოვრები იაგორ ლაზარეს ძე ქრისტესოვი ნასვამ მდგომარეობაში მოძრავ ეტლს შეუვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.