რეგისტრირებული ფაქტები89996
სორტირება თარიღი მზარდობით
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 20 თებერვლის გაზეთ „ივერიის“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ინფორმაციით, ფრანგული გაზეთი „Memorial Diplomatique“, ბერლინური „National Zeitung“ ასევე „Daili News“ და „Pestev Lloid“ რუსეთის მიერ ბულგარეთში ჯარების სავარაუდო ჩაყენებაზე წერდნენ, რაზედაც ავსტრია-უნგრეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებს ხისტი პოზიცია ჰქონდათ.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ პაპმა ლეო XIII ბისმარკს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
1887
ტიპი: თანამდებობა
1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ რუსეთმა თავის წარმომადგენლად თეირანში გენერალი ალექსანდრე კაულბარსი დანიშნა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 21 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ პირველი კლასიკური გიმნაზიის შეგირდები სააღდგომოდ აკაკი წერეთლის ვოდევილს „ბუტიაობა“ დგამდნენ.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 21 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ გორის ეპისკოპოს ალექსანდრეს პირადი სახსრებით იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 21 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ ზაქარია ჯორჯაძემ კავკასიის სამეურნეო საზოგადოებას პეტერბურგში გამომავალი ჟურნალის „რუსკი ვინოდელის“ შესახებ მოუთხრო.
1887
ტიპი: თანამდებობა
1887 წლის 21 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ, „ნოვოე ობოზრენიეს“ ცნობით, ქალაქისთავი ალექსანდრე მატინოვი (მათიაშვილი) ცუდად გახდა და მის მოვალეობას დროებით პავლე იზმაილოვი ასრულებდა.
1887
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1887 წლის 21 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ ხონში მოქმედი ორი საქალებო სკოლიდან ერთ-ერთი იულონ შარაშენიძემ დააარსა.

