საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81452

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 მარტს თბილისის ოლქის სასამართლოს წევრი მ. ელიოზიშვილი და თიანეთის სახელმწიფო მამულების გამგებელი ნ. ნევსკი გზების გაუმართაობის გამო თიანეთში ეტლით ჩაეფლნენ თოვლში.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 15 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე მირიანაშვილის მოთხრობა „უცნაური მუხუდო“, მე-4 და მე-5 თავი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 16 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე მირიანაშვილის მოთხრობა „უცნაური მუხუდო“, მე-6 თავი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 16 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ კავკასიის მთავარმმართებლის ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვის ბრძანებით ოსმალეთისა და სპარსეთის მოქალაქეებს პასპორტის უქონლობის შემთხვევაში უფლება ჰქონდათ 6 თვის ვადით ეცხოვრათ საზღვართან მდებარე ადგილებში.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 16 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ აბაშიძემ შეადგინა 200-გვერდიანი წიგნი „ჩანგი“, რომელშიც თავმოყრილია ყველა ლექსი და სცენარი, რომლებიც ოდესმე სცენაზე წაუკითხავთ.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 16 მარტს საღამოს გაიმართებოდა კავკასიის სამედიცინო საზოგადოების კრება, რომელზეც მოხსენებას გააკეთებდნენ: პინტკოვსკი, სტეკლოვი და შიშკინი თემაზე „დაკბენა ცოფიანი მგლისგან, პასტერისებური აცრა, სიკვდილი“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ვლადიმერ აღნიაშვილის ხორო 26 მარტს კონცერტს გამართავდა.

1888

ტიპი: მფლობელობა

1888 წლის 17 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 10 წელი გავიდა, რაც თბილისში გაიხსნა პირველი ქართული წიგნების მაღაზია, რომლის მფლობელი გრიგოლ ჩარკვიანი იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 17 მარტს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე მირიანაშვილის მოთხრობა „უცნაური მუხუდო“, მე-7 თავი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 17 მარტს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის ხევსურული ლექსები.

1888

ტიპი: მფლობელობა

1888 წლის 17 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოფელ რუისპირში ქურდებმა გატეხეს გ. ავალიშვლის დუქანი, საიდანაც წაიღეს ოთხი ქვაბი და სხვადასხვა ავეჯი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 17 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ხევსურული სიმღერა, რომლის ავტორი ბადია ბალიაური იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 17 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიიღეს პროგიმნაზიის ინსპექტორ მარტინოვსკის ჩანაწერი, რომელშიც აღწერილი იყო მთელი 1887 წლის მოქმედება და მოღვაწეობა თბილისის პროგიმნაზიულ საბჭოსი. ივერიაში დაიბეჭდა ის მონაკვეთი, რომელიც ეხებოდა მოსწავლის „დაქანცვას“ სწავლების მეთოდებითა და ა. შ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკს შვეიცარიიდან ელექტროენერგიით ქალაქების გამნათებელი კომპანიის მეპატრონე ბლანშოსგან ჩამოუვიდა ლოკომობილი, რომელიც უზრუნველყოფდა ქარვასლისა და თეატრის განათებას.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ელექტროენერგიით ქალაქების გამნათებელი კომპანიის მეპატრონე ბლანშომ, რომელიც შვეიცარიიდან თბილისში ჩამოვიდა, მოელაპარაკა მთავრობას ქალაქის ელექტროენერგიით განათების თაობაზე.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 18 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა მიხეილ ხელთუფლიშვილის მიერ ილია ჭავჭავაძის მოთხრობის „ოთარაანთ ქვრივის“ განხილვა და შენიშვნები.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიის მიერ გამოცემული წიგნები იყიდებოდა თელავში, ალექსანდრე მერაბოვის მაღაზიაში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ზაქარია ჭიჭინაძის მიერ გამოცემული წიგნი „საუკეთესო ცოდნა“, რომელიც გიორგი წერეთელმა შეასწორა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიის მიერ გამოცემული წიგნები ფოთში, ბესარიონ კალანდაძის მაღაზიაში იყიდებოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიის მიერ გამოცემული წიგნები ახალციხეში, ალექსი სალარიძის მაღაზიაში იყიდებოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიის მიერ გამოცემული წიგნები იყიდებოდა ბათუმში „ვოგზალის ბუფეტში“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიის მიერ გამოცემული წიგნები იყიდებოდა ოზურგეთში, კონსტანტინე თავართქილაძის მაღაზიაში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიის მიერ გამოცემული წიგნები იყიდებოდა გორში, კონსტანტინე ცხვედაძის მაღაზიაში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიის მიერ გამოცემული წიგნები იყიდებოდა ხონში, ნესტორ წერეთლის მაღაზიაში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 მარტის „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის მიერ გამოცემული წიგნები ქუთაისში, ვარლამ ჭილაძის მაღაზიაში იყიდებოდა.