რეგისტრირებული ფაქტები91191
სორტირება თარიღი მზარდობით
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 19 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ გაზეთ „მწყემსის“ ინფორმაციით, მომავალი წლიდან სასულიერო სასწავლებლებში საექიმო მეცნიერების სწავლება იგეგმებოდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიის“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, 23 თებერვალს, იუსტიციის მინისტრის ნებართვით მოსამართლე იასე ადამის ძე ანდრონიკაშვილის 50 წლის იუბილე გაიმართებოდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 19 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ ინფორმაციით, სკოლების კომიტეტმა მთაწმინდის რაიონში შემწეობის საჭიროების მქონე მოსწავლეების სიის შედგენა და მასზე ზედამხედველობა გიორგი ოსიპეს ძე ბებუთოვს დაავალა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 19 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ, გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ ინფორმაციით, სკოლების კომიტეტმა კუკიის რაიონში შემწეობის საჭიროების მქონე მოსწავლეების სიის შედგენა და მასზე ზედამხედველობა არტემ ივანეს ძე იოანისიანს დაევალა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 19 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ, გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ ინფორმაციით, სკოლების კომიტეტმა ვერაზე შემწეობის საჭიროების მქონე მოსწავლეების სიის შედგენა და მასზე ზედამხედველობა ვლადიმერ ივანეს ძე კაიდანოვს დაავალა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 19 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ, გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ ინფორმაციით, სკოლების კომიტეტმა ავლაბრის რაიონში შემწეობის საჭიროების მქონე მოსწავლეების სიის შედგენა და მასზე ზედამხედველობა ვიქტორ დინგელშტეტს დაავალა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 19 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ პურის ვაჭრების- დრეიფუსის, კუნას, ნეიფელდისა- და ადგილობრივი ბერძნების შემწეობით ფოთიდან მარსელში დიდძალი პური იგზავნებოდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 19 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ კოტე მესხის მიერ გამართული სამასკარადო საღამოს შემოსავალი ბათუმის სკოლების შემწეობას მოკლებული ბავშვებისთვის გადაიდო.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ სოფელ ქარელში, სადაც ებრაელების გარდა 200 კომლი ცხოვრობდა, სამკითხველოს გახსნა გადაწყდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ სოფელ ქარელის თავადები, ციციშვილები არ ზრუნავდნენ ადგილობრივი გლეხების განათლებაზე. წერილის ავტორი იმედს გამოთქვამდა, რომ მომრიგებელ შუამავალს, თ. გ. ციციშვილს შეეძლო გლეხებთან სკოლის გახსნაზე მოლაპარაკება.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ ქარელიდან გუჯარეთისკენ გზატკეცილის კეთება დაიწყო.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ „ქალაქში დიდი ხანია ტელეფონის გამართვას აპირებდნენ“, მაგრამ მოსახლეობა საჭირო დანადგარების თავიანთ სახლებზე დადგმის უფლებას არ იძლეოდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ, გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ ცნობით, პარიზში მიმავალმა „როტშილდების“ ფირმის წარმომადგენელმა არნოლდ ფეიგელმა გზად თბილისში გაიარა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ „ტფილისის ფურცლის“ ცნობით, უმთავრესი სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით 1887 წლიდან მუსლიმები მხოლოდ ორ თავიანთ დღესასწულზე: „ჰაიდი-ფეტერისა“ და „ჰაიდი ყურბანის“ დროს გათავისუფლდებოდნენ.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 20 თებერვლის გაზეთ „ივერიის“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ინფორმაციით, ფრანგული გაზეთი „Memorial Diplomatique“, ბერლინური „National Zeitung“ ასევე „Daili News“ და „Pestev Lloid“ რუსეთის მიერ ბულგარეთში ჯარების სავარაუდო ჩაყენებაზე წერდნენ, რაზედაც ავსტრია-უნგრეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებს ხისტი პოზიცია ჰქონდათ.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ პაპმა ლეო XIII ბისმარკს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
1887
ტიპი: თანამდებობა
1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ რუსეთმა თავის წარმომადგენლად თეირანში გენერალი ალექსანდრე კაულბარსი დანიშნა.

