საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92699

1888

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე ა. ივანენკომ საქალაქო მამულების გაყიდვის თაობაზე განაცხადა, რომ ქალაქის მამულები არ უნდა გაეყიდათ და თავისთვის უნდა დაეტოვებინათ.

1888

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე მ. ი. თამამშევმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა თუ ბიუროს აგენტებს დაავალებდნენ ქალაქის მამულებზე თვალყური ედევნებინათ, რათა მათ უკანონოდ არავინ დაპატრონებოდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 11 აპრილს ალექსანდრე ხახანაშვილმა მოსკოვის საარქელოგიო საზოგადოებას  „ქილილა და დამანას“ შესახებ თავისი რეფერატი წაუკითხა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე ფრიდონოვმა განაცხადა, რომ ქალაქში მხოლოდ ერთი „ალექსანდრეს“ ბაღი არსებობდა, ამიტომ მოზარდი თაობისთვის ახალი სკვერების მოწყობა აუცილებელი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე ივანე სოლომონის ძე ყორღანოვმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა ქუჩებში მცენარეების დარგვა, რადგან ქალაქს ძალიან აკლდა გამწვანება.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე ივანე სოლომონის ძე ყორღანოვმა ავლაბარსა და მთაწმინდაზე სკვერების მოწყობის თაობაზე განაცხადა, რომ სჯობდა კუკიაზე გაეშენებინათ სკვერი, რადგან მთაწმინდა ისედაც მაღლობ ადგილზე იყო გადაჭიმული, სადაც ნიავი ასუფთავებდა ჰავას, კუკია კი მეტად დაბლობზე მდებარეობდა და საჭიროებდა გამწვანებასა და სუფთა გარემოს შექმნას მოსახლეობისთვის.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ პელაგია ნიკოლოზის ასულ ფაღავასა და ანნა რევაზის ასულ ქორქაშვილს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ივანოვის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლი და 794 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ალექსანდრე და იოსებ თომას ძე თუმანოვებს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ოზურგეთში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე ორი სახლი: ერთი – ორსართულიანი და მეორე – ხის ერთსართულიანი, ასევე 163 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: მფლობელობა

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ გიორგი და დიმიტრი ექვთიმეს ძე წერეთლებსა და ვასილ სიმონის ძე წერეთელს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ბაღის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი, 4 დესეტინა და 245 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ მელქისედექ კონსტანტინეს ძე მიქელაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელებს: კულაშსა და ორწყალშუა მდებარე 17 დესეტინა და 1930 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი, ეზო, ზვარი და ტყე, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ირაკლი გრიგოლის ძე მესხს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ნავენახევში მდებარე 21 დესეტინა და 1080 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი, ეზო, ზვარი და ტყე, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ სოლომონ ქაიხოსროს ძე ლორთქიფანიძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ დიდ ჯიხაიშში მდებარე 8 დესეტინა და 1388 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი და ეზო, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ კესარია ბესარიონის ასულ ლორთქიფანიძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ზეინდარში მდებარე 13 დესეტინა და 300 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ევგენი სოფრომის ძე ქუთათელაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ დაბა ხონში მდებარე 5 დესეტინა ეზო, სახნავ–სათესი და ტყე, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ გიორგი ზურაბის ძე კიკნაძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ დიმში მდებარე 19 დესეტინასა და 300 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი და ტყე, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ გიორგი ხოსიას ძე ღულაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფ. გორაში მდებარე 6 დესეტინა სახნავ-სათესი, ეზო და ზვარი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სიმონ ბებეს ძე აგიაშვილს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფ. ტყაჩირში მდებარე 18 დესეტინა და 1800 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქაიხოსრო, კონსტანტინე და სიმონ ბებეს ძე აგიაშვილები ძმები იყვნენ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ქაიხოსრო, კონსტანტინე და სიმონ ბებეს ძე აგიაშვილებს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ტყაჩირში მდებარე 33 დესეტინა და 1800 კვადრატული საჟენი ტყე და სახნავ–სათესი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ლუკა დავითის ძე ქორქაშვილს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ტყაჩირში მდებარე 114 დესეტინა და 1931 კვადრატული საჟენი ტყე, ეზო, ზვარი და სახნავ–სათესი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ იოსებ აბესას ძე ნიჟარაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ მაღლაკში მდებარე 34 დესეტინა და 406 კვადრატული საჟენი ტყე, ეზო, ზვარი და სახნავ–სათესი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ სიმონ სპირიდონის ძე მესხს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ რიონში მდებარე 25 დესეტინა ტყე, ეზო, ზვარი და სახნავ–სათესი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ანნა ნიკოლოზის ასულ კანდინოვს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ წინაველს, გოდნარსა და ჭოგნარში მდებარე 26 დესეტინა და 600 კვადრატული საჟენი ზვარი, ეზო და სახნავ–სათესი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ მარიამ გრიგოლის ასულ კანდელაკს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის კვახჭირის აგარში მდებარე 4 დესეტინა ზვარი და სახნავ–სათესი მიწები, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ იესე და ლუკა სიმონის ძე ავალიანებს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის გუმათის აგარში მდებარე 26 დესეტინა და 1500 კვადრატული საჟენი ტყე, ზვარი და სახნავ–სათესი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.