რეგისტრირებული ფაქტები81358
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ არქიპო პატარაიამ საზოგადოებას შესწირა გურიაში, სოფელ მელექედურში, ნაპოვნი ერთი ვერცხლის ძველი ფული ლათინური წარწერით. გამგეობამ ა. პატარაიას მადლობა გამოუცხადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ ოზურგეთში მოვაჭრე მუსტაფა-ალი ოსმან-ოღლიმ საზოგადოებას შემოსწირა 1774 წლიანი ერთი ვერცხლის რუსული მანეთიანი. გამგეობამ მას მადლობა გამოუცხადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ გრიგოლ გიორგის ძე გეგეჭკორმა საზოგადოებას შესწირა ორი ძველი თეთრი ფული, ნაპოვნი აბასთუმანში სანატორიუმის საძირკვლის თხრის დროს. გამგეობამ მას მადლობა გამოუცხადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ დიმიტრი ერასტის ძე ჩოლოყაშვილმა საზოგადოებას შესწირა 97 ცალი „ფილოქსერა და მასთან ბრძოლა“ ბიბლიოთეკებსა და სკოლებში დასარიგებლად. გამგეობამ დ. ჩოლოყაშვილს მადლობა გამოუცხადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი წარმოადგინეს შეკითხვა ალექსანდრე ხახანაშვილის სახელმძღვანელოს გამოცემის შესახებ, რომელიც გამგეობამ ცნობად მიიღო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი, თუ როგორ დაეფარათ ბანკის ვალი, რომელიც აიღეს ქართული მუზეუმისთვის ადგილის შესასყიდად. გამგეობამ დაადგინა, რომ ბანკის ვალს გადაიხდიდნენ იმ ფულით, რომელსაც ა. ფრიდონოვი გადასცემდა საზოგადოებას დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის ნაანდერძევი თანხიდან. თავდაპირველად გამგეობა მისგან 1913 წლის 1-ლ იანვარს მიიღებდა 12875.84 მანეთს და შემდეგ 1913 წლის პირველ ივლისს მიიღებდა იმავე ოდენობის თანხას. გამგეობამ ამ საქმის სისრულეში მოყვანა ალექსანდრე ყიფშიძესა და ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა ეკატერინე რევაზის ასულმა გაბაშვილმა, რომ გამოეცათ მისი საყმაწვილო მოთხრობები, რომლებსაც ბეჭდავდნენ ჟურნალებში – „ჯეჯილსა“ და „ნაკადულში“. გამგეობამ ლუარსაბ ბოცვაძეს დაავალა ე. გაბაშვილის თხოვნის შესრულება.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გააკეთეს განცხადება, რომ სომეხ მსახიობ პავლე არტემას ძე ქალანთაროვს (არაქსიანს) უსრულდებოდა სცენაზე მოღვაწეობის 25 წელი და იუბილეს მომწყობ კომისიას განზრახული ჰქონდა აღენიშნა ეს თარიღი 1913 წლის 2 იანვარს სახაზინო თეატრში, გამგეობას კი სთხოვდნენ ზნეობრივ დახმარებას. გამგეობამ მათი თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორმოცდამეთორმეტე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, ლუარსაბ ბოცვაძე, შალვა მიქელაძე, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ რცხილაძე, სერგი გორგაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი და ფილიპე გოგიჩაიშვილი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სენაკის სკოლის გამგის თხოვნა, რომ გაეგზავნათ ივანე დადიანის მიერ ამ სკოლისთვის შემოწირული 1500 მანეთის სარგებელი. გამგეობამ მათ 64.13 მანეთი გაუგზავნა. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე აკაკი წერეთელმა მოითხოვა მას და წერა-კითხვის საზოგადოებას შორის არსებული უთანხმოების გარკვევა მიენდოთ სამედიატორო სასამართლოსთვის და თავის მხრივ მოსამართლეებად დანიშნა: იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძე, შიო ედიშერის ძე დავითაშვილი და კონსტანტინე იოსების ძე აბდუშელიშვილი. გამგეობამ დაადგინა, რომ რადგან მას ა. წერეთელთან არანაირი უთანხმოება არ ჰქონდა, მისი წინადადება არ მიეღოთ და ასევე შესთავაზეს მისი ნდობით აღჭურვილი პირისთვის მიენდო თავისი ანგარიშის შემოწმება.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილმა მიმართა გამგეობას, რომ მისთვის დაენიშნათ ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია 2 წლით, რადგან მოსკოვში სასწავლებლად წასვლა სურდა. გამგეობამ ვაჟას უარი განუცხადა, რადგან ეს თხოვნა ზუბალაშვილების სტიპენდიის გაცემის წესებს არ ეთანხმებოდა, ხოლო საზოგადოებას ამ წესების შეცვლის უფლება არ ჰქონდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა გრიგოლ ბურჭულაძემ მაღაზიისთვის ადგილის დაქირავების შესახებ. გამგეობამ გ. ბურჭლაძესა და მაღაზიის გამგეს მიანდო შეესწავლათ ეს საკითხი და შემდეგ გაეკეთებინათ მოხსენება.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გააკეთეს მოხსენება, რომ ფრეიბერგის სამთო აკადემიის სტუდენტმა სვიმონ ციციშვილმა საქართველოში გამოაგზავნა მინერალოგიურ-გეოლოგიური კოლექცია ქართულ მუზეუმთან ამ დარგის სამეცნიერო განყოფილების დასაარსებლად და სთხოვა გამგეობას გამოესყიდა ვაგზალზე მოსული კოლექციის ნაწილი სულ რაღაც 5-6 მანეთად. გამგეობას ეს საკითხი არ განუხილავს.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საგურამოს სკოლის მასწავლებელ არისტოკლე რამინიშვილის თხოვნა, რომ გაათავისუფლონ მასწავლებლობის მოვალეობისგან ავადმყოფობის გამო და მისცენ შესაფერისი ატესტაცია. გამგეობამ ა. რამინიშვილის თხოვნა დააკმაყოფილა და სასკოლო სექციას დაავალა მოეძებნათ საგურამოს სკოლისთვის ახალი მასწავლებელი.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 27 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში ილია ჭავჭავაძის ფონდის გასაძლიერებლად გაიმართა საღამო პეტრე ყიფიანის თავმჯდომარეობით. თეატრს დრამატული დასი არ ჰყავდა, ამიტომ მსახიობების მოწვევა გახდა საჭირო. ღონისძიება ზარალით (26. 31 მან.) დასრულდა.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის გამგეობამ (თავმჯდომარის ამხანაგი – იოსებ ივანეს ძე ოცხელი) ქუთაისის განყოფილებას შეატყობინა, რომ მთავარი გამგეობა 18 აპრილს, საღამოს 7 საათზე საზოგადოების კანცელარიაში გამართავდა სხდომას. დღის წესრიგიც აცნობა და სთხოვა წარმომადგენლის გამოგზავნა, რომელიც ქუთაისის ფილიალის დეკემბრის ფინანსური ანგარიშის დოკუმენტაციას წარადგენდა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ვანო სლანაშვილი, ეფრემ ელიზბარის ძე სონღულაშვილი, ნოე გლახუას ძე სიხარულიძე, იოსებ მოსეს ძე სანადირაძე და სერგო გედევანის ძე სამხარაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: შაქრო იორდანის ძე სიმონიშვილი, ეფროსინე სვანიშვილი, ნიკოლოზ სვანიძე, ნიკოლოზ სიმონის ძე სტაჯაძე და გიორგი ნიკოლოზის ძე სიხარულიძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: გიორგი სოზიაშვილი, ალექსანდრე სულთანიშვილი, დავით ქიტესას ძე სისაური, არჩილ სარდანაშვილი და ერმალოზ საღარაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: გიორგი სულთანიშვილი, იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი, სიმონ გიორგის ძე სამადაშვილი, გიორგი პეტრეს ძე სარაჯიშვილი და ილია მიხელის ძე საყვარელიძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ვიქტორია ალექსის ასული საყვარელიძე, მიხეილ ივანეს ძე სოხაძე, სოფიო ალექსანდრეს ასული სულუხოვი, იოსებ მიხეილის ძე სულავა და ბარბარე კონსტანტინეს ასული სურგულაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელია საზოგადოების ქუთაისის განყოფილების 1914 წლის 1-ელი იანვრის ანგარიშში დამატებულია წინა წლის წევრთა სიაში გამორჩენილი ორი პირი – სტეფანე ანტონის ძე კამპანიონი და ოლღა ტარიელის ასული შენგელია.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანების მიხედვით სამუშაოს შესასრულებლად დაინიშნა სამთო ინჟინერი არტემინ ოვაკიმეს ძე აგაბაბოვი.