რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება თარიღი მზარდობით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა წიგნი „სამღვდელოთა წმინდა კრებანი“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა 1711 დაბეჭდილი წიგნი „დავითნი“, მეორე გამოცემა, დავით მეფის სურათით.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა კარაბადინი და 1773 წელს რომში დაბეჭდილი წიგნი „საქრისტიანო მოძღვრება“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა წიგნი „სწავლა“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ სტეფანწმინდაში ექიმმა იულიცკიმ გავრცელებული დაავადების ყვავილის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობა აცრა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ სტეფანწმინდაში ექიმი გ. კობაიძე ჩავიდა, რომელმაც აღწერა ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 6 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ზედგინიძე მღვდელი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 6 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გორში მღვდელმა ალექსანდრე ზედგინიძემ თავისი ცხენი მედუქნე ტატო მთვარელიძის სადგომში დააბა, საიდანაც ის ქურდებმა მოიპარეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაწყობში სოლომონ მესტიაშვილის „ბუნების მოვლენანი“ 0.15 კაპიკად იყიდებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაწყობში პოლიევქტო კვიცარიძის გრამატიკის სახელმძღვანელო „სწორმეტყველება“ 0.40 კაპიკად იყიდებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ნიკოლოზ ნათიძის მოთხრობა „ბნელო“-ს მე-2 თავი დაიბეჭდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაწყობში არისოტელე ქუთათელაძის ქართული გრამატიკა 0.40 კაპიკად იყიდებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაწყობში ანასტასია თუმანიშვილის მიერ თარგმნილი საყმაწვილო წიგნი „ხუთი ამბავი“ 0.15 კაპიკად იყიდებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, საინგილოში მცხოვრებმა ქართველებმა გ. ვაჩნაძის რჩევით ეპისკოპოს პალადის სთხოვეს, რომ მათთვის ეკლესია აეშენებინა და მოძღვარი გაეგზავნა, რადგან სურდათ მამა-პაპის სარწმუნეობას დაბრუნებოდნენ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 8 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო დაფქვიევისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა შემდეგი წიგნები: „ღამის და დილის გაბაასება“; „სამთავროს მართალი და ჭეშმარიტი“; „ვარდ-ბულბულიანი“ ანუ ზნეობით სწავლა; „სიბრძნე ბალავარისა“; „მანანას ლექსი“; „ამბავი იოსებისა და ზილიხანისა“ და „ასო სამღერელი“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 8 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ტუკუშაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას რამდენიმე ძველი ფული შესწირა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 8 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ნიკოლოზ ნათიძის მოთხრობა „ბნელო“-ს მე-3 თავი დაიბეჭდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 8 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო დაფქვიევისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა შემდეგი წიგნები: „ღამის და დილის გაბაასება“; „სამთავროს მართალი და ჭეშმარიტი“; „ვარდ-ბულბულიანი“ ანუ ზნეობით სწავლა; „სიბრძნე ბალავარისა“; „მანანას ლექსი“; „ამბავი იოსებისა და ზილიხანისა“ და „ასო სამღერელი“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 8 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. ბერიშვილმა წინამძღვარიანთკარის სკოლას 10 მანეთი შესწირა.

