რეგისტრირებული ფაქტები89942
სორტირება თარიღი მზარდობით
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 21 აპრილს თბილისის ოლქის სასამართლოს დარბაზში კავკასიის იურიდიული საზოგადოების კრებაზე დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძეს უნდა წაეკითხა საისტორიო მიმოხილვა ოსმალეთში მიღებული მიწათმფლობელობის სისტემის შესახებ.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოხუმში ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი“ უნდა წარმოედგინათ.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თეოფილია ბარისოვისამ ქმრის მოკვლა სცადა.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გენერალ-ლეიტენანტი ქიშმიშოვი თეოფანე ბორისოვს თავდებად დაუდგა.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თეოფილია ბარისოვის საქმის განხილვაზე სასამართლომ 10 მოწმე დაიბარა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 22 აპრილს თეირანიდან ფოსტის მატარებლით წამოსულმა თ. დოლგორუკმა თბილისში გამოიარა.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თეოფილია ბორისოვი თავმდების დახმარებით გაათავისუფლეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 23 აპრილს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის დღეობაზე ეგზარხოს პალადის წირვა უნდა ჩაეტარებინა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 24 აპრილს ოლქის სასამართლოში ოლგა თევდორეს ასული წინამძღვრიშვილის მკვლელობის საქმის განხილვაზე ე. ფ. ბურგარდტი თავმჯდომარედ აირჩიეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 24 აპრილს ოლქის სასამართლოში ოლგა თევდორეს ასული წინამძღვრიშვილის მკვლელობის საქმის განხილვაზე თ. ბებუთოვი სასამართლოს წევრად აირჩიეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 24 აპრილს ოლქის სასამართლოში ოლგა თევდორეს ასული წინამძღვრიშვილის მკვლელობის საქმის განხილვაზე პაშიკოვი სასამართლოს წევრად აირჩიეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. თურქიამ ზესტაფონში ქალებისთვის პირველდაწყებითი სკოლა გახსნა.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არტემ სტეფანოვს ოლღა თევდორეს ასული წინამძღვრიშვილის მოკვლა ედებოდა ბრალად.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. თურქიას მიერ ზესტაფონში დაარსებულ პირველდაწყებით სკოლაში სამი განყოფილება იყო და მოსწავლეებს პირველი კლასისთვის ამზადებდნენ.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზესტაფონში ნ. თურქიას მიერ დაარსებულ პირველდაწყებით სკოლაში თუ მოსწავლეების რაოდენობა არ მოიმატებდა, სკოლა დაიხურებოდა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თ. დოლგორუკი რუსეთის ელჩი იყო სპარსეთში.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ იოსების ძე წინამძღვრიშვილს მეუღლის, ოლგა თევდორეს ასული წინამძღვრიშვილის, მოკვლა ედებოდა ბრალად.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დოლგოლენკო მოკლული ოღღა თევდორეს ასული წინამძღვრიშვილის მეუღლის – მიხეილ იოსების ძე წინამძღვრიშვილის ადვოკატი იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოლღა თევდორეს ასული წინამძღვრიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა არტემ სტეფანოვმა გაქცევა სცადა და ის მოკლეს.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 25 აპრილს მომრიგებელმა მოსამართლემ, სლინკომ გრიგოლ მელნიკოვის საქმე განიხილა.

