რეგისტრირებული ფაქტები81218
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა განაცხადა, რომ საზოგადოების დამაარსებლებმა ომის დაწყების შემდეგ ბაქოსა და სოხუმში დაზარალებულთა და დევნილთა შვილებისთვის სკოლებთან ახლოს თავშესაფრები გახსნეს, რაშიც მთავრობა დაეხმარათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საერთო კრება ჩაითვლებოდა შედგენილად, თუ მას დაესწრებოდა რწმუნებულთა ერთი მეოთხედი ან 50 წევრი მაინც. თუ პირველად დანიშნული რწმუნებულთა კრება არ შედგებოდა ამ რაოდენობის დაუსწრებლობის გამო, უნდა დაენიშნათ მეორედ. ეს კრება დამსწრე რწმუნებულთა რაოდენობის მიუხედავად შედგენილად ჩაითვლებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე აღნიშნეს, რომ 1919 წლის განმავლობაში საზოგადოებას ჰქონდა 14 განყოფილება: ბათუმში, ბაქოში, ბორჯომში, თელავში, კავკავში, სენაკში, სამურზაყანოში, ხონში, ქუთაისში, ფოთში, ცხინვალში, ჭიათურაში, თბილისსა და ვეჯინში.
1894
ტიპი: ორგანიზაცია
1894 წელს ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრებად აირჩიეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის სკოლაში (გამგე გიორგი ბიჭიას (ივანეს) ძე მიქაბერიძე) სწავლა პირველ სექტემბერს დაიწყო და 20 მაისს შეწყდა. წლის მანძილზე სულ 172 სასწავლო დღე იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის სკოლა დაარსდა. სკოლა საკუთარ შენობაში იყო მოთავსებული და 4 განყოფილებისგან შედგებოდა. 1916 წელს სკოლის გამგე იყო გიორგი ბიჭიას (ივანეს) ძე მიქაბერიძე.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძე, პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი, ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილი, ანასტასია მიხეილის ასული წერეთლისა, ეკატერინე მიხეილის ასული ერისთავისა, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გასაღრმავებლად ექსკურსიებს, სხვადასხვა მწერლის დილა-საღამოებსა (შიო მღვიმელის დილა, აკაკის საღამო) და წარმოდგენებს აწყობდნენ მასწავლებლები: მარიამ დავითის ასული ფურცელაძე, გიორგი ბიჭიას ძე მიქაბერიძე, სტეფანე გიორგის ძე კიკაჩეიშვილი, გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე, ელენე ივანეს ასული ციცქიშვილი და გრიგოლ მერაბის ძე მაჭავარიანი.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის თებერვალში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის ჭრა-კერვის სკოლის (სადაც 2 ჯგუფად მეცადინეობდა 30 მოსწავლე) მასწავლებელმა ეკატერინე მარკოზაშვილმა მუშაობას თავი დაანება, მის შემცვლელად ნინო კობახიძე დაინიშნა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოიდანახის სკოლა დაარსდა. სკოლა და მასწავლებლის, ნინო უშვერიძის, ბინა ნაქირავებ შენობაში იყო მოთავსებული.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოიდანახის სკოლის პედაგოგ ნინო უშვერიძის წლიური ანაზღაურება 720 მანეთი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრების ოქმის მიხედვით, დამფუძნებელ წევრებს, ბარბარე ირაკლის ასულ ბაგრატიონ-მუხრანბატონისას და ელისაბედ გრიგოლის ასულ საგინაშვილს ერთიანად ჰქონდათ გადახდილი საწევრო ფული – 300 მანეთი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოიდანახის სკოლაში (მასწავლებელი ნინო უშვერიძე) 63 სასწავლო დღე იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოიდანახის სკოლა სკოლების მეთვალყურე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ დაათვალიერა.
1892
ტიპი: ორგანიზაცია
1892 წელს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი გახდა.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წლის 10 თებერვალს მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: ბესარიონ ლევანის ძე ფანცულაია, ნესტორ ფაჩულია, იოსებ ლევანის ძე ფარცვანია, ლუკა ივანეს ძე ფუტკარაძე, ილარიონ ივანეს ძე ფანცულაია, იოსებ ლევანის ძე ფირცხალავა, ნიკო სიმონის ძე ფილია, ლუბა ივანეს ასული ფილია, სილიბისტრო ფაჩულია, ფეოდოსია ფოჩხუა, იოსებ სიმონის ძე ფარულავა, შალვა ფანცულაია და პორფირე ფარულავა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს ლეონტი ჯაში მუშაობდა მასწავლებლად სენაკის მაზრის (ახლ. აბაშის რაიონი) სოფელ ქვატანის სკოლაში.