საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89902

1934

ტიპი: ღონისძიება

1934 წლის 6 მაისს თბილისში გაიხსნა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო მოსე თოიძის, იაკობ ნიკოლაძის, სოლომონ ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, ევგენი ლანსერეს, ვასილ კროტკოვის, ელენე ახვლედიანის, თამარ აბაკელიას, კორნელი სანაძის, კ. გძელიშვილის, სამსონ ნადარეიშვილის, შალვა მამალაძის, ვლადიმერ კეშელავას, ა. კოპალიანის, დავით ქუთათელაძის, მარდალეიშვილისა და გიორგი გაბაშვილის ათასამდე ნამუშევარი, მათ შორის იყო დამწყები მუშა და გლეხი მხატვრებისა, ასევე სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა საუკეთესო ნაწარმოებები.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ვაცლავ ოსტროვსკი პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელი იყო საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 4 დეკემბერს ქალაქის გამგეობაში გამართულ სხდომაზე ქალაქის მოურავის მოადგილემ გააკეთა განცხადება, რომ 8 დეკემბერს თბილისის სამოსამართლო პალატაში განსახილველად დანიშნული იყო ქალაქის გარდაცვლილი მოურავის, აფრიამ ევანგულოვის, გამგეობის წევრის, ევგრაფ ხოსროევის, გამგეობის წევრებად ნამყოფი მიხეილ არღუთინსკი-დოლგორუკოვისა და ა. ივანენკოს საქმე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს იოსებ მდივანი მოსკოვში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი იყო.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931-1936 წლებში ბუდუ გურგენის ძე მდივანი მსუბუქი მრეწველობის სახალხო კომისარი იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ზაქარია ასლანის ძე მდივანმა გენერალ-მაიორის წოდება მიიღო.

1904

ტიპი: ღონისძიება

ზაქარია ასლანის ძე მდივანი რუსეთ-იაპონიის ომში იბრძოდა.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ზაქარია ასლანის ძე მდივანი I მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917-1918 წლებში ზაქარია ასლანის ძე მდივანი ბათუმის ოლქის გუბერნატორი იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 ზაქარია ასლანის ძე მდივანი საქართველოს სამხედრო მინისტრი იყო.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წელს ზაქარია ასლანის ძე მდივანი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1803

ტიპი: გარდაცვალება

1803 წლის 18 აპრილს დედოფალმა მარიამ გიორგის ასულმა ციციშვილმა მოკლა გენერალ-მაიორი ივანე პეტრეს ძე ლაზარევი. ის სიონის ტაძარში დაკრძალეს.

1958

ტიპი: ღონისძიება

1958 წელს ალექსი დავითის ძე მაჭავარიანს სსრკ სახალხო არტისტის წოდება მიანიჭეს.

1832

ტიპი: პირადი ინფორმაცია

დავით ბარძიმის ძე მაჩაბელი 1832 წლის აჯანყების მონაწილე იყო.

1928

ტიპი: ორგანიზაცია

1928-1932 წლებში ვლადიმერ მახარაძე პარიზში იუნკერთა კავშირის წევრი იყო.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წელს ვლადიმერ მახარაძე ათენში ჟურნალ „ატროკებული ტვინის“ რედაქტორი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს ვლადიმერ მახარაძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ვლასა დარისპანის ძე მგელაძე საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს ვლასა დარისპანის ძე მგელაძე საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში ვლასა დარისპანის ძე მგელაძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის კომისარი იყო.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წელს ვლასა დარისპანის ძე მგელაძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისის პოლიცმაისტერმა კოვალიოვმა შუამდგომლობა აღძრა პოლიციელების რეზერვის შექმნის თაობაზე.

1967

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1967 წელს ნოდარ ლევანის ძე მამისაშვილს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1977

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1977 წელს რევაზ ილიას ძე ლაღიძეს საქართველოს სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა.

1975

ტიპი: ღონისძიება

1975 წელს რევაზ ილიას ძე ლაღიძე შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.