საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80991

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის სექტემბერში ჟურნალ „Кавказский вестник“-ში ქართული ლიტერატურის შესახებ ალექსანდრე ხახანაშვილის წერილი გამოქვეყნდა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 7 აპრილს ილია ჭავჭავაძემ სახელმწიფო საბჭოში არჩევის შესახებ პეტერბურგიდან დეპეშით შეატყობინა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლს, გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილს.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ალექსანდრე ცისკარიშვილი ტყისმცველად მუშაობდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 15 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ გრიგოლ ყიფშიძის ნარკვევის „ჩვენი ჟურნალ-გაზეთები მე-19 საუკუნეში“ IV ნაწილი გამოქვეყნდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება გაიმართა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 10 აპრილს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგიდან თბილისისკენ გამოემგზავრა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 8 აპრილს პეტერბურგში მყოფ ილია ჭავჭავაძეს ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისამ დეპეშით მიულოცა სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 7-8 აპრილს ილია ჭავჭავაძემ რუსული გაზეთის კორესპონდენტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სახელმწიფო საბჭოში ის თავადაზნაურობამ აირჩია, მაგრამ მთელი საქართველოსა და ქართველთა ინტერესების დამცველი იქნებოდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს გიორგი ივანეს ძე ცისკარიშვილი მომრიგებელი შუამავალი იყო ახმეტაში.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 8 აპრილს პეტერბურგში მყოფ ილია ჭავჭავაძეს ალექსანდრე ორბელიანმა სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევა თავად-აზნაურთა სახელით დეპეშით მიულოცა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 26 მარტს, საღამოს 7 საათზე, უნდა გამართულიყო კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრება, რომელზეც ა. ენფიაჯიანცი წაიკითხავდა მოხსენებას თამბაქოს მოყვანის შესახებ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 23 მარტს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა ოფიციალურად აცნობა ილია ჭავჭავაძეს თავად-აზნაურთა კრების დადგენილება, რომლის თანახმად, მას მიეცემოდა პეტერბურგში გასამგზავრებელი ბილეთის საფასური და 14 დღის საცხოვრებელი თანხა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს ილია ჭავჭავაძეს ილია ჯორჯაძემ წერილით სთხოვა, თავისი საბანკო საქმის დასრულება, რადგან შიშობდა, რომ კრედიტორები არ დააცდიდნენ.

1901

ტიპი: გარდაცვალება

1901 წლის 22 თებერვალს ილია ჭავჭავაძეს ვასილ კახიძემ დეპეშით აცნობა, რომ ოჯახის გადაწყვეტილებით, განსვენებულ რაფიელ ერისთავს თავისი სურვილისამებრ მშობლიურ სოფელ ქისტაურში დაკრძალავდნენ.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო წერილი ლევან ჯანდიერისგან, რომელმაც მისი ვექსილის საფუძველზე ბანკში შესატანი თანხის ოდენობა აცნობა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 4 მარტს ილია ჭავჭავაძე მონაწილეობდა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კომისიის მუშაობაში, რომელსაც მინდობილი ჰქონდა სახელმწიფო საბჭოში ამომრჩეველთა კანდიდატების დასახელება. კანდიდატებად ილია ჭავჭავაძე და მიხეილ გედევანიშვილი აირჩიეს.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს აღმოსავლეთმცოდნეობის საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე ოლღა ლებედევამ ილია ჭავჭავაძეს ქართველთა შორის წერა-კითვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკისთვის გაუგზავნა ვატიკანში დაცული „ქართლის მოქცევის“ არაბული ხელნაწერის თარგმანი, რომლის შესახებ მოხსენება წაიკითხა ალჟირში გამართულ ორიენტალისტთა XIV საერთაშორისო კონგრესზე.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 ივნისს გაზეთ „არგონავტში“ „ძველი ნაცნობის“ ფსევდონიმით თბილისის სათავადაზნაურო ბანკზე კრიტიკული წერილი გამოქვეყნდა. ავტორი წერდა, რომ ილია ჭავჭავაძეს ვლადიმერ მიქელაძის სახით ოპონენტი გამოუჩნდა, მაგრამ მას ამ დაპირისპირების რეალურობის არ სჯეროდა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 6 მარტს ილია ჭავჭავაძემ თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლ გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-დავითაშვილს დეპეშით შეატყობინა, რომ ავადმყოფობის გამო სხდომას ვერ დაესწრებოდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 7 მარტს სახელმწიფო საბჭოს ამომრჩევლად ილია ჭავჭავაძის წარდგენის საქმე განიხილეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 9 მარტს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე არ ესწრებოდა, 40 ხმით ერთის წინააღმდეგ ილია თბილისის გუბერნიიდან სახელმწიფო საბჭოს ამომრჩევლად აირჩიეს. ვასილ გიორგის ძე მაჩაბელმა ღიად თქვა უარი მისთვის ხმის მიცემაზე.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 2 აპრილის შემდეგ ილია ჭავჭავაძე შეხვდა პეტერბურგის თავადაზნაურობის წინამძღოლ ვასილ გუდოვიჩსა და მინისტრთა კომიტეტის საქმეთა მმართველ ემანუილ ნოლდეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის მარტის მეორე ნახევარში ილია ჭავჭავაძე მიხეილ გედევანიშვილსა და ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძესთან ერთად სახელმწიფო საბჭოს წევრთა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პეტერბურგში მატარებლით გაემგზავრა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 23 მარტს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ივერიელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „იმერეთის თავადაზნაურობის სულ-მოკლეობა“, რომელიც მისი სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 8 მარტს ილია ჭავჭავაძემ სახელმწიფო საბჭოს ამომრჩევლების კენჭისყრაში მონაწილეობა გადაწყვიტა.