საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89902

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, პავლე საყვარელიძე, ნიკოლოზ ქარცივაძე; აფხაზთა სახალხო საბჭოს წარმომადგენელი ალექსანდრე შერვაშიძე; სტუმრები: მელიტონ ემუხვარი, ნიკოლოზ მარღანია, პოლკოვნიკი რაფაელ ჩხოტუა, ბესარიონ ცაგურია. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 თებერვალს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გაიმართა მსჯელობა საქართველოსა და აფხაზდეთს შორის მომავალი დამოკიდებულების შესახებ.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 8 თებერვალს იოსებ კონსტანტინეს ძე აბაკელია დაბრუნდა თბილისში, სადაც პარტიულ კონფერენციაზე სოციალისტურ-რევოლუციური ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ წერილი გაუგზავნა ამიერკავკასიის კომისარიატის კანცელარიას კომისარ იაკობ პავლიაშვილისთვის იარაღის გამოყოფის თაობაზე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 თებერვლს ამიერკავკასიის ინვლიდ მებრძოლთა მზრუნველობის კომისრმა ი. დ. აბხაზმა სახელმწიფო მზრუნველობის კომისარიატს იმ სტუდენტებისათვის , რომლებიც ლექსანდროვსკისა და რომანოვსკის კომიტეტტების მიერ ფრონტზე იყვნენ გაწვეულნი 5000 რუბლი კრედიტის გამოყოფა სთხოვა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 თებერვლის „ერთობაში“ ოზურგეთის ქალაქისთავი ვასილ ღლონტი მიესალმა ქართული უნივერსიტეტის გახსნას და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის სასარგებლოდ შემოწირულებათა შესაგროვებლად არჩეული იყო კომისია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 თებერვლის „ერთობის“ ცნობით, ქართული უნივერსიტეტის დეკანს, ივანე ჯავახიშვილს დაჰპირდნენ, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებს სამხედრო სამსახურის შესრულებასთან ერთად საღამოობით ლექციების მოსმენის საშუალებაც მიეცემოდათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს დარბაზში (ფრეილინის ქ. N11-ში) საქართველოს ისტორიული და ეთნოგრაფიული საზოგადოების სხდომაზე პავლე ინგოროყვა წაიკითხავს მოხსენებას ტერიტორიული გამიჯვნის შესახებ, იუწყება „ერთობა“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ რ. ს. დ. პ. ამიერკავკასიის ორგანიზაციათა ყრილობამ სეიმის დეპუტატების დამატებითი არჩევნები გამართა, აირჩიეს: ნოე ჟორდანია, ირაკლი წერეთელი, კარლო ჩხეიძე, ევგენი გეგეჭკორი, არშაკ ზურაბოვი, ნოე რამიშვილი, ისიდორე რამიშვილი, აკაკი ჩხენკელი, მათე სკობელევი, ვლადიმერ ჯიბლაძე, გრიგოლ გიორგაძე, მ. სმირნოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ რ. ს.-დ. პ. ამიერკავკასიის ორგანიზაციათა ყრილობამ სეიმის დეპუტატების დამატებითი არჩევნები გამართა, აირჩიეს: ი. ბეკზადიანი, ალ. ლომთათიძე, გ. ტერ-გაზარიანი, გ. მახარაძე, რ. არსენიძე, ერ. ბერნშტეინი, ბ. თევზაია, სილიბისტრო ჯიბლაძე, ნოე ხომერიკი, გ. ერაძე, კ. ანდრონიკაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ერთობაში“ დაიბეჭდა, რომ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ამიერკავკასიის წევრებმა სეიმის დეპუტატების არჩევნები გამართეს. კანდიდატებად აირჩიეს: დავით ონიაშვილი, ბ. ი. პირუმოვი, გიორგი ანჯაფარიძე, რაფიელ ჩიხლაძე, ვასილ გურჯუა, ჰაიდარ აბაშიძე და გიორგი გაგლოევი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ამიერკავკასიის ორგანიზაციათა ყრილობამ სეიმის დეპუტატების დამატებითი არჩევნები გამართა, რომელზეც აირჩიეს: ლევან დადეშქელიანი, ვლადიმერ ახმეტელაშვილი, ვალერიან ჯუღელი, ვლასა მგელაძე, კონსტანტინე ქარცივაძე და ალექსანდრე დგებუაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ რ. ს.-დ. პ. ამიერკავკასიის ორგანიზაციათა ყრილობამ სეიმის დეპუტატების დამატებითი არჩევნები გამართა. კანდიდატებად აირჩიეს მინადორა ტოროშელიძე, სტრელკოვსკი, კ. გვარჯალაძე, ი.სალაყაია, ვლ. ემუხვარი, ცინცაძე, კიღურაძე, ილ. ფირცხალაიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ რ. ს.-დ. პ. ამიერკავკასიის ორგანიზაციათა ყრილობამ სეიმის დეპუტატების დამატებითი არჩევნები გამართა. კანდიდატებად აირჩიეს: ლევაშკევიჩი, ს. ფარნიევი, ბერიშვილი, მოისეენკო, კ. კანდელაკი, გრ. ურატაძე, ა. ჩიკავა, კოვალიოვი, ბ. პირუმოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, კანონი საობლო სასამართლოს გაუქმების შესახებ ერთხმად იქნა მიღებული.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, სიკვდილით დასჯის კანონპროექტი შეიტანეს დღის წესრიგში განსახილველად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ წერილი გაუგზავნა ამიერკავკასიის კომისარიატის კანცელარიას სიღნაღის მაზრის რწმუნებულის, მოსე ვარამაშვილისთვის შეიარაღების გამოყოფის თაობაზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი; ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე, გიორგი გვაზავა, კონსტანტინე მესხი, დავით ჩიქოვანი, გრიგოლ ნათაძე, აკაკაი ჩხენკელი, ალექსანდრე ლომთათიძე, კოტე აფხაზი, შალვა მიქელაძე, მიხეილ მაჩაბელი, რევაზ გაბაშვილი, იოსებ მაჭავარიანი, მიხეილ საყვარელიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1918 წლის 6 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს საინგილოს სკოლებისათვის 20 250 მან. გადადების საკითხი. დაადგინეს: გაეხსნას განათლების მინისტრს 10-მილიონიანი ფონდიდან ამ თანხის კრედიტი საინგილოს სკოლების ხარჯთა დასაფარად 1918 წლის 1-ლი აპრილიდან 31 დეკემბრამდე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ კრებას მოახსენა, რომ საზოგადოების სკოლები დაუყოვნებლივ გადასცემოდა სახალხო განათლების სამინისტროს უწყებას ან სამოსწავლო ოლქის კომისარიატის წინაშე აღეძრათ შუამდგომლობა სკოლების შესანახად დახმარების შესახებ. გამგეობამ დაადგინა სამინისტროს წინაშე აღეძრათ შუამდგომლობა და სკოლების შესანახად 30 000 მანეთი ეთხოვათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 თებერვალს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს „ბუნების კარის“ გამოცემის საკითხი. ქაღალდის უქონლობის გამო მხოლოდ 11 000 ცალი უნდა დაებეჭდათ. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ორი მაჰმადიანი ქართველი მოსწავლის – მურად ჰუსეინის ძე გუნთაიშვილისა და სულეიმან ისმაილის ძე კაიკაციშვილის თხოვნა ფულადი დახმარების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა მათ დასახმარებლად 450 მანეთი გადაედო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს დიმიტრი გორდეევის თხოვნა სხვადასხვა გამოცემებით წიგნსაცავსა და შინ სარგებლობის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა მისი თხოვნა დაეკმაყოფილებინა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს წიგნის ყდის ხელოსნის თხოვნა „ბუნების კარის“ ყდებისთვის მას მომატებოდა ორმოცი კაპიკი. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ თითო ყდისთვის ოცი კაპიკი მოემატებინა. ოქმს ხელს აწერენ: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი.