რეგისტრირებული ფაქტები80982
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 18 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გრიგოლ ჩარკვიანმა საზოგადოებას 50 ცალი „კაცია-ადამიანი?!“ შესწირა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის იანვარში დავით ერისთავმა ილია ჭავჭავაძეს მამამისის, გიორგი ერისთავისთვის მიხეილ ვორონცოვის მეუღლის, ელისაბედ ბრონიცკაია-ვორონცოვას 1850 წელს მიწერილი ბარათი გადასცა.
1873
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1873 წელს პარიზში გამგზავრებამდე ნიკო ნიკოლაძემ ილია ჭავჭავაძეს მისი თხზულებების სრულად გამოცემის ნებართვა სთხოვა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის თებერვალში კირილე იანოვსკი ილია ჭავჭავაძეს ესტუმრა. ისინი შეთანხმდნენ, რომ რუსული ენის სწავლების პირველი კლასიდან დაწყების პროექტი არ ამოქმედდებოდა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 8 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძე ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავს ახალგორში ესტუმრა. მასთან ერთად იყვნენ „ივერიის“ თანამშრომლები: ალექსანდრე და გრიგოლ ყიფშიძეები, დავით მიქელაძე, ლევან ჯანდიერი და სხვ. შეხვედრაზე მოსწავლეებმა ილიას ტექსტებზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს.
1868
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1868 წელს დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში მოისმინეს გიგო ჭიაურის საჩივარი იკოთელი თავადის ბეჟან ფიცხელაურის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალი ედებოდა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის იანვარში ჟურნალ „ივერიის“ რედაქციაში მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე ილია ჭავჭავაძემ შაქრო კანდელაკს იან ამოს კომენსკის, იოჰან პესტალოცისა და სხვათა პედაგოგიური წიგნების მიწოდება სთხოვა. მას კირილე იანოვსკისთვის საპასუხო წერილის მომზადება სურდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 23 თებერვალს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 6 თებერვალს „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის პირველ სხდომაზე ილია ჭავჭავაძის წინადადებით მიიღეს გადაწყვეტილება, ერთ წევრს ხმამაღლა ეკითხა „ვეფხისტყაოსანი“ და სხვებს ნუსხებთან შეეჯერებინათ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოიწონეს კირილე ლორთქიფანიძის შეთავაზება სახელმძღვანელოების ბეჭდვასა და გავრცელებაში დახმარებასთან დაკავშირებით.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 6 თებერვალს გრიგოლ ორბელიანის თავმჯდომარეობით „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის თებერვალში ილია ჭავჭავაძე ალექსანდრე ყაზბეგის ბენეფისს დაესწრო. წარმოდგენილი იყო ორმოქმედებიანი კომედია „აღმზრდელები“ და ვოდევილი „ყველაფერი ბედზედ არის“.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 24 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძე მიიწვიეს სოფელ წვერის მემამულეების, აბელ და იულია კალატოზიშვილების ოჯახში. მასთან ერთად იყვნენ ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, პეტრე და მიხეილ ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკები და სხვ. შეხვედრის დროს ილიამ სინდისის შესახებ ისაუბრა.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წელს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლ რევაზ ანდრონიკაშვილის მიერ მოწვეულ საგანგებო კრებაში, რომელმაც ბანკის წესდების საკითხი განიხილა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, ალექსი ჭიჭინაძისთვის უნდა ეცნობებინათ, რომ, საზოგადოების წესდების თანახმად, არავის ჰქონდა უფლება, მისგან სასწავლო პროგრამის შეცვლა მოეთხოვა.